შესახებ
ნოდიკო ტატიშვილი – დაიბადა 1986 წლის 5 ნოემბერს, თბილისში.
დაამთავრა მუსიკალური სკოლა საესტრადო ვოკალის განხრით.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერისიტეტი – სახელმწიფო მართვა.
2010-2011 წელს დაამთავრა ვოკალის კურსები ბრიტანეთში, თანამედროვე მუსიკის შემსრულებელთა ინსტიტუტში.
ასევე ინგლისური ენის კურსები – ბარლინგტონის სკოლაში.
6 წლის ასაკში პირველად დადგა ფეხი დიდ სცენაზე ფილარმონიაში, პროექტის „პატარა ვირტუოზების” ფარგლებში, სადაც ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა შეასრულა.
9 წლის ასაკში შეასრულა როლი ანსამბლ „ივერიას” მუსკალურ სპექტაკლში, ( ორი ჯუჯა )
10 წლის ასაკში უკვე 23 კონცერტში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
გალობდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
2004 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში ნუცას სკოლა.
2009 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ჯეოსტარი“, რომელიც დიდი გამარჯვებით დააგვირგვინა და ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.
2005-2009 წლებში მღეროდა ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში .
მიღებული აქვს მონაწილეობა 7 საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა დროს (ლიტვა, ლატვია, მოლდოვეთი ,ბელორუსია , ყაზახეთი, შანხაი.).
2009 წელს გალობდა საპატრიარქოს გუნდში სამების საკათედრო ტაძარში.
2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩხიკვთა ქორწილი“, სადაც ზაქარიას როლი შეასრულა.
2010 წელს მონაწილეობდა მეგა შოუში „ბრავო“.
2010 წელს გამოუშვა პირველი ჰიტი „It’s OK”
2012 წელს შეასრულა პავლეს როლი მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები“, სადაც ცნობილ ფრანგ რეჟსორთან ერთად იმუშავა.
2011 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე ქართველი ვარ”.
2013 წელს სოფო გელოვანთან ერთად „ევროვიზიის” ფინალში მოხვდა, სადაც საერთაშორისო პრესის რჩეულის ჯილდოც დაიმსახურეს სიმღერისთვის Waterfall.
2013 წელს, სოფო გელოვანთან ერთად, გადაეცა მთავარი ჯილდო წლის სიმღერის სტატუსი , „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“, ასევე გაიმარჯვეს ნომინაციაში „წლის დუეტი” სიმღერით Waterfall.
2014 წელს მსახიობ გოგოლა კალანდაძესთან ერთად გახდა პროექტის„ ორი ვარსკვლავი” ფინალისტი.
2014 წელს გამოუშვა სინგლი „ვარდისფერი ნავი”.
2014 წელს მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტი, სადაც ავტომობილი მოიგო.
2015- 2016 წლებში მუსიკალური შოუს „ვოისი“ მწვრთნელი.
2017 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“ გაიმარჯვა ნომინაციაში – „წლის მომღერალი მამაკაცი”.
2018 წელს გამოუშვა მეორე ალბომი – „ნოდიკო ტატიშვილი”.
2017-2018 წელს გამოუშვა ორი ვიდეორგოლი: „ნუ განიკითხავ“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაიღო და „ერთხელ წვიმიან ქალაქში“. ამ უკანასკნელს 8 მილიონი ნახვა აქვს ინტერნეტში, ვიდეო სალომე ბაკურაძესთან ერთად ჩაწერილ დუეტზე გადაიღეს.
2017 წელს გამართა სოლოკონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
2018 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ ნოდიკოს და სალომე ბაკურაძის დუეტმა „ერთხელ წვიმიან ქალაქში” მთავარი პრიზი „წლის სიმღერის” სტატუსი მოიპოვა.
სისტემატიურად აქვს გასტროლები და ტურნეები.
მუშაობს ახალ ალბომზე და 2018 წლის ნოემბერში შედგა ახალი ვიდეო რგოლის პრეზენტაცია სიმღერაზე – „მე ვოცნებობდი”.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები