ქეთა თოფურია

ქეთა თოფურია – დაიბადა 1986 წლის 9 სექტემბერს, თბილისში.

ჰყავს ქალიშვილი ოლივია.

ქეთი ბავშვობიდან შეუდგა მუსიკის სწავლას. მუსიკსი მასწავლებელი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა,  ამჩნევს გოგონას გამორჩეულ მუსიკალურ მონაცემებს და მშობლების ყურადღების გამახვილებას სთხოვს. შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და 12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი პრიზი – საერთაშორისო კონკურსზე „მეგობრობა ზღვაზე”, 14 წლის ასაკში, საერთაშორისო კონკურსის გრან პრის მფლობელი გახდა „ვარსკვლავების გზა”.

2003 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  მუსიკალური სკოლა  ვოკალის განხრით.

ქეთა თოფურია ქართველმა მსმენელმა ჰიტით „შაირი“ გაიცნო.

2003 წელს მომღერალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიის განხრით, გარკვეული დროის შემდეგ სწავლა  შეწყვიტა, რადგან პალინა გრიფსი ჩაანცვალა რუსულ მუსიკალურ ჯგუფში   A’Studio და მოსკოვში გადავიდა. ქეთის შესახებ ჯგუფმა  ქართველი პროდიუსერის ნატო დუმბაძისგან შეიტყო, როდესაც მუსიკოსები 2005 წლის მარტში თბილისში იმყოფებოდნენ.

ჯგუფთან ერთად ქეთას შემოქმედება ათობით  ვიდეორგოლს, სინგლსა და ალბომს ითვლის. დღესდღეისობით A’Studio და ქეთა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს ქმნიან და პოპულარობის მწვერვალზე არიან.