ქეთი ფარესაშვილი

ქეთი ფარესაშვილი – დაიბადა 1976 წლის 8 აპრილს

დამთავრებული აქვს სახელმწიფო უნივერისტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის განხრით და მუსიკალური ათწლედი. გარდა ინგლისური ენისა ასევე ფლობს ფრანგულ და პორტუგალიურ ენებს.

4 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე კლასიკურ მუსიკას.

მუსიკასთან ერთად დღემდე ფსიქოლოგია და კვანტური ფიზიკა იტაცებს .

ქეთიმ თავისი მოღვაწეობა „ჯაზ-კლუბში” განაგრძო. ასევე თითქმის ყოველდღიურად გამოდიოდა სხვადასხვა კლუბებში, რამაც მომღერალს ცოცხლად სიმღერის დიდი გამოცდილება შესძინა.

1995 წლის 18 მაისი –  პირველი კონცერტი ფილარმონიაში.

1995 წელი – ჩამოდის ტანია მარია, მისი თანდასწრებით ქეთი მისივე სიმღერას ასრულებს.

1995 წლის 23 ივლისი – მუშაობას იწყებს ჯაზ–კლუბში.

1996 წელი – მონაწილეობას იღებს ფესტივალში „ხელები“ და „მარგარიტა“ (ენიჭება ტიტული „მარგარიტა 96“ და გადაეცემა ვერცხლის გვირგვინი მარგალიტებით.

1997 წელს – მიემგზავრება სტამბულში, სადაც მონაწილეობას იღებს პირველი ქართული კოკა–კოლის რეკლამაში.

2001 წელი – ბრაზილიელ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას იღებს მეტეხში გამართულ კონცერტში (მუსიკოსები – სერჟიო მენდესის ჯგუფიდან – ანა გაზოლა, სონია სანტესი, გიტარისტი – ფაბიო სოარესი).

2000 წელი –  თანამშრომლობს რესტორან „სანტაფესთან“ და „ბითლზ–კლუბთან“, ასევე მღერის სასტუმრო მეტეხის „ნაით კლუბში“.

2003 წელი – გამოდის მომღერლის პირველი ალბომი „სამბა დილამდე“.

2008 წელი – გამოდის მეორე ალბომი სახელწოებით „DINDI”.

პოპულარობის ნამდვილ მწვევრვალზე იყო, თუმცა მშვიდი ცხოვრება გადაწყვიტა, სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია, მღეროდა სხვადასხვა კლუბებში.

2017 წელს ტელეეკრანებსა და რადიო მსმენელს დაუბრუნდა დუეტით ლაშა ღლონტთან „ოქრო ყანის აღმართი“ ქართულ ბრაზილიური ჰანგების შერწყმა ხალხს შეუმჩნეველი არ დარჩენია და წარმატებამაც არ დააყოვნა .

2017 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ „წლის დუეტის” ნომინაციაში გაიმარჯვა .

მუშაობს ახალ პროექტზე და წერს ახალ სიმღერებს .