ქეთი გომართელი

ქეთი გომართელი –  დიაბადა 1986 წლის 19 სექტემბერს, თბილისში.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრალური უნივერისტეტი – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

დაამთავრა თბილისის სახლემწიფო კონსერვატოორიასთან არსებული მუსიკალური შვიდწლედი და მუსიკალური ტექნიკუმი .

8 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა, ოჯახში სტუმრად ჯგუფის „რონდო“ ხელმძღვანელი ელზა ოთარაშვილი მივიდა და ქეთიმ ჩუმად სთხოვა, რომ მასთან ვოკალზე სიარულის უფლება მიეცა. ზოგადად გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა  ბავშვობიდან და 9 წლისამ მშობლებს  განუცხადა, რომ  მუსიკალურ კონკურსზე მიდიოდა კაიროში, საიდანაც კონკურსის ლაურეატის  დიპლომით დაბრუნდა.

დაიწყო სიმღერა „რონდოში“,  რასაც მოყვა ტურნეები რუსეთში, იმღერა ერთ-ერთი ცნობილი კონკურსის საიუბილეო  10 წლის თავზე, სადაც პირველი ადგილი და პირველი სტიპენდიაც დაიმსახურა.

შემდეგ ტურნეები ერევანსა და თურქეთში.

სინგლის სახით გამოუშვა „უშენოდ დღე” და „წაიღე“.

ძალები ქალაქურ ჟანრშიც მოსინჯა…  ბოლო პროექტი რეპერ ლექსსენთან ერთად გააკეთა, სადაც ორიათასიანების  ცნობილი ჰიტის „გესმოდეს“ ახლებური ვერსია წარუდგინეს მსმენელს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

მუშაობს ძველი სიმღერების რიმეიქებზე, რომელსაც მსმენელს მალე წარუდგენს.