შესახებ
ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” – შეიქმნა ქალაქ ბორჯომში 1994 წელს.
დამფუძნებელი ზურა ხაჩიძე, ლევან ცინცქალაძე, დიტო ბუხნიკაშვილი, გოგა ელისაშვილი. ყველაფერი 25 წლის წინ დაიწყო ქალაქ ბორჯომში.ზურამ, ლევანმა, გოგამ და დიტომ ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელიც საკმაოდ მალე დროში წარმატებული გახდა სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში. ეს შემადგენლობა შეიცვლა დროთა განმავლობაში და ჯგუფში ახალი წევრები მოვიდნენ.
„ქუჩის ბიჭების” ახალი შემადგენლობა – ზურა ხაჩიძე, პაატა ხაჩიძე, გურამ ლომიძე, ირაკლი ნოზაძე. ამ შემადგელობით ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია.
პირველი ჰიტი „ადექი იცეკვე” აღმოჩნდა.რომელსაც ყველა ასაკი მღეროდა.
ჯგუფმა ხუთი ალბომი გამოსცა. იყო თავბრუდამხვევი წარმატებაც, ფანების სიმრავლე, ბევრი კონცერტები და აპლოდისმენტებიც.
პირველი სიმღერა „მზის სხივი“ რუსთაველის თეატრის სტუდიაში ჩაიწერა. იმავე წელს გახდნენ ფესტივალის გამარჯვებულები ნომინაციით „წლის აღმოჩენა“. 1999 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „გელოდები შენ“. ჯგუფის წევრები მუდმივად მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს ეგიდით ტარდებოდა. ჟურნალის „ვარსკვლავები“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, „წლის საუკეთესო ჯგუფის“ სტატუსს ოთხი წლის მანძილზე ინარჩუნებდა.
დღეს ჯგუფი აგრძელებს შემოქმედებას. 2018 წელს „ქუჩის ბიჭებს “ უსრულდებათ 25 წელი და წლის ბოლოს გამართავს გრანდიოზულ შოუ კონცერტს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები