რუსა მორჩილაძე

რუსა მორჩილაძე  – დაიბადა 1970 წლის 30 მაისს

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – საგუნდო სადირიჟირო.

1,2 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა – 6 წლიდან  პროფესიულ სცენას შეეჭიდა და არ გაჩერებულა. ათასობით მუსიკა აჩუქა ქართულ ესტრადას, მისი შემოქმედების 80%-ზე  მეტი ჰიტია და მუდმივად ანებივრებს გულშემატკივარს სიახლებიით.

სიმღერასთან ერთად და ცეკვაზეც გიჟდებოდა, მოხვდა კიდეც იმ დროისთვის საუკეთესო პედაგოგ იური ზარეცკისთან, ვოკალს კოტე მშვიდობაძე, ლია ლომაშვილი და გივი მუნჯიშვილი ასწავლიდნენ, მათი საოცრად მადლიერია და თვლის, რომ პირველი ნაბიჯები მათთან ერთად გადაგმამ განაპირობა შემდგომი წარმატება.

უდიდესი წვლილი და წილი კი მუსიკალური კუთხით განვითარებაში რუსას ბიძას, ყველასათვის ცნობილ ლოტბარს ომარ კელაპტრიშვილის მიუძღვის, მისი თხოვნით ჩააბარა მუსიკალურ სასწავლებელში.

ფესტივალები, კონცერტები, კონკურსები, მრავალი ოქროს მედალი, ლაურეატის წოდება – ამ ყველაფრის დეტალურად მოყოლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს, აქტიური და დატვირთული ბავშობა ჰქონდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე – ყველაფრის წრეზე დაყავდა დედას: ხშირად კაფეში გვიწევდა სადილობა, რადგან ვერ ვასწრებდით სახლში მისვლას გაკვეთილების გამოო- იხსნებეს მუსიკოსი.

საწყისი ნაბიჯები „კელაპტარში“ და კვარტეტ „თოლიაში“ გადაგდა, მალევე მოუწია ისეთ კორიფეებთან შეხვედრა, როგორებიც გია ყანჩელი, ჯანო კახიძე და რობერტ სტურუა გახლავთ – მიიღო მონაწილეობა სპექტაკლში  და იმღერა „და არს მუსიკა“-ში.

მოიარა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა, უდიდესი გამოცდილება დააგროვა სტუდენტობის პერიოდი კი ნოვაციებს დაუთმო – იმ დროისთვის იშვიათობას წარმოდგენდა რამოდენიმე ჟანრის არევა, თუმცა რუსას ნამდვილად არ გაჭირვებია ექსპერიმენტში ჩართვა, რასაც ჯაზის და როკის გამიქსვა მოყვა.

როგორც თვითონ აბობს საინტერესო და სწორი ენერგეტიკის მუსიკა უყვარს, სწორედ ასეთ მუსიკას ქმნიდნენ კვარტეტში „თოლია“ ამ პერიოდში გაიცნო ლელა წურწუმია, რასაც მრავალი დუეტი და ახალი სიმღერები მოყვა.  „თოლიამ“ შეასრულა პირველად სიმღერა „იები“, რომელიც ნინო ქათამაძის სავიზიტო ბარათად იქცა და რუსა მორჩილაძის შემოქმედება გახლავთ.

1995-1996 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ოქროს მუზა და იდეა“ მუსიკალურ პროდიუსერად მუშაობდა, ასევე გახლდათ „სლავური ბაზარის“ ( მუსიკალური ფესტივალი) პროდიუსერი/ საქართველოს წარმომადგენელი.

სიმღერა დღემდე არ მიუტოვებია, თუმცა, საბოლო არჩევანი კომპოზიტორობაზე შეაჩერა .

გახლდათ სატელევიზიო მეგა შოუს „ცეკვავენ ვარკსვლავების“ 5 სეზონის პროდიუსერი.

ასევე მუსიკალური სატელევიზიო პროექტის „ვოისის“ პროდიუსერი.

მრავალ გალა კონცერტსა და ღონისძიების შექმნაშ დიდი წვლილი მიუძღვის.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

პარალელურად თანამშრომლობს „მუსკომედიის“ თეატრთან.

გახლავთ ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მრჩეველი კონსულტანტი – კულტრის საკითხებში.