შესახებ
ჯგუფი „სახე“ – 1997 წელს დათო ფორჩხიძემ, დათო ხუჯაძესათან და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა. ჯგუფის პროდიუსერი შალვა რამიშვილი გახლდათ. როცა იმ ბნელ 90-იანებში მუსიკას წერდა, იცოდა, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა. ეს მართლაც ასე მოხდა. „სახემ” ქართულ პოპ მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება.ჯგუფის ჰიტები 1997-2000 წლებშია დაწერილი და არანჟირებულია დათო ფორჩხიძის მიერ, ესენია: „თოვლი მოსულა”, „შენ რა სექსი ხარ”, „რომ შემეძლოს მე“, „ამაღამ”, „როგორ მინდა მოგეფერო”, „ახლა შენი დროა” , „მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი“ „Poetry ‘N’ Motion”-თან ერთად. მალევე გაკეთდა ამ ჰიტების რიმეიქები. სახეს გამოუჩნდნენ მიმდევრები, შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები და პოპ კულტურის ნამდვილ პიონერებად იქცნენ.გამოშვებული აქვთ ალბომი – „ძალიან მაგარი კასეტა“ და სინგლი „შენ რა სექსი ხარ“.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი აქტიურ მოღვაწეობას სამი წელი ეწეოდა, მათ მიერ შექმნილი ჰიტები დღემდე ზუსტად იგივე პოპალურობით სარგებლობს, როგორც ძველ ისე ახალ თაობაში .2015 წლამდე ჯგუფი ერთად ფატქობრივად აღარ გამოჩენილა და „სახე“-ს წევრებმა კარიერა სხვადასხვა სფეროში განაგრძეს, თუმცა, 2015 წელს დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე ისევ უბრუდებიან დიდ სცენას ჯგუფის სახელით და „ჰით ბათუმი 2015“ -ზე ჩნდებიან.2017 წელს ჯგუფს 20 წლის იუბილეზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, იუბილეს აღსანიშნად თბილისში ჩამოვიდა და კონცერტში მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა „Poetry’N’Motion“, რომელიც „სახესთან“ ერთად ასრულებდა სიმღერას „წვიმად გადავიქეცი“.ამავე წელს ჯგუფმა მასშტაბური ტურნე მოაწყო.ახალმა პროექტმა „Poetry’N’Motion“-თან ერთად „ჩემო თბილის ქალაქო”, რომელზეც ვიდეორგოლიც გადაიღეს, რეკორდი მოხსნა და ისევ აამღერა მთელი საქართველო.2018 წლის აგვისტოში გამართეს ყველაზე მასშტაბური სოლოკონცერტი „ბლექ სი არენაზე“, სადაც კიდევ ერთხელ დაიპყრეს ქართველი მსმენელის გული.ამჟამად მიმდინარეობს ახალ პროექტზე მუშაობა ბორიკო შხიანთან ერთად და მსმენელს წინ ბევრი სიურპრიზი ელოდება.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები