შესახებ
The Sanda (სანდა) — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა თბილისში – 1993 წელს.
ჯგუფის წევრები არიან:
ნათია ნამგალაური (კლავიშებიანი, ბექ-ვოკალი),
ირაკლი ლომსაძე (კლავიშებიანი, ვოკალი),
სოსო საყვარელიძე (აკუსტიკური/რითმ-გიტარა, ვოკალი),
გიორგი კობერიძე (დასარტყმელი საკრავები),
ზურა ლანჩავა (გიტარა),
ვანო ხიმშიაშვილი (ბასი).
ჯგუფმა დაიწყო მოღვაწეობა სოფტ-როკისა და ბლუზის ჟანრში. მოგვიანებით ჯგუფში შემოვიდა ფოლკ-როკის ელემენტები. ჯგუფის ჟღერადობაში ძირითადად სჭარბობს ბრიტანული ხალხური მუსიკის ელემენტები და ქართული.
წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი („რკინიგზელთა კულტურის სახლში“, თბილისი). შემდგომში კიდევ რამდენიმე სოლო კონცერტი ქალაქის სხვადასხვა სცენებზე. იყო მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი 1996 წელს თბილისში ჩატარებული ფესტივალებისა „ხელები“ (კ/თ „ყაზბეგი“) და „მარგარიტა“. ჯგუფის საგასტროლო არეალი მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, აგრეთვე აჭარის ზღვისპირა რაიონებს.
1997 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ჯგუფმა შეწყვიტა შემოქმედებითი მოღვაწეობა. 2006 წელს იგი კვლავ შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. ამავე წელს მათ ჩაწერეს პირველი ალბომი Return (დაბრუნება), რომლშიც 10 კომპოზიცია შედიოდა.
2011 წლის ზაფხულში ჯგუფს დაემატა კიდევ ერთი წევრი, ნიკა მარგველაშვილი — (დასარტყმელი საკრავები), რომელმაც ჯგუფი დატოვა 2014 წელს. 2012 წლის 29 აპრილს ჯგუფმა გამოსცა რიგით მეორე ალბომი „The Smell of the Rays“, რომლის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ღამის კლუბ „სენატში“.
2015 წლის 24 თებერვალს The Sanda გახდა კავკასიური მუსიკალური პრემია „ფენიქსის“ გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ვიდეო“.
ალბომები:
Return — 2006
The Smell Of The Rays — 2012
The Sea of Dreams — 2018
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები