შესახებ
სოფო გელოვანი – დაიბადა 1984 წლის 21 მარტს თბილისში.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტი – უცხო ენების ფაკულტეტი ესპანური ენის განხრით.
დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საესტრადო ვოკალის განხრით.
5 წლიდან მღერის, 2000 წლიდან მონაწილეობს უამრავ საერთაშორისო კონკურსში მოლდავეთში, რუსეთში , სომხეთსა და აზერბაიჯანში და მრავალი გრან პრისა და საპრიზო ადგილის მფლობელია.
2005 წელს საპრიზო ადგილით დაბრუნდა კონკურსიდან „სლავური ბაზარი“.
2008 წელს რუსეთში, მოსკოვში დაიმსახურა გრან პრი – საუკეთესო რომანსების შემსრულებელი ქალი.
2009 წელს საზოგადოებამ პროექტ „ჯესოტარით” გაიცნო .
2012 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალში გერმანიაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული არტისტები მღეროდნენ, ფესტივალი ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ კამპანიას მიეძღვნა.
გადაღებული აქვს ვიდეორგოლი სიმღერაზე „ხორუმი“.
2013 წელს მომღერალ ნოდიკო ტატიშვილთან ერთად გაემგზავრა „ევროვიზიაზე”, სადაც ფინალში მოხვდნენ და საერთაშორისო პრესის რჩეულის ჯილდოც დაიმსახურეს სიმღერისთვის Waterfall.
2014 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ „წლის სიმღერის” დაჯილდოების ღონისძიებაზე „ოქროს ტალღა“ სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა გაიმარჯვეს მთავარ ნომინაციაში „წლის სიმღერა” და ნომინაციაში „წლის დუეტი” სიმღერით Waterfall.
2017 წელს მონაწილეობა მიიღო მეგა შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
ასევე პირველი ადგილი დაიმსახურა ( სომხეთი უკრაინა ) პროექტში „10+10“
მონაწილეობა მიიღო პროექტში „ორი ვარსკვლავი“
მუშაობს ახალ პროექტზე მიშა მდინარაძესთან ერთად, რომელიც ალბომის გამოშვებას გულისხმობს და ყველა სიმღერა პირადად სოფოსთვის იქმნება.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები