სოფო ხალვაში

სოფო ხალვაში – 1986 წლის 31 მაისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.

1992 წელს ქალაქ ბათუმის 1 კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. იმავე წელს სწავლა ექსპერიმენტალურ სკოლაში განაგრძო, სადაც ფორტეპიანოსა და ჰობოის სპეციალობას ეუფლებოდა.

1999 წელს საკრავიერო სკოლის საფორტეპიოანო განყოფილების I ხარისხის დიპლომი მიიღო.

2002 წელს მომღერალი ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ მან მონაწილეობა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მიიღო და ვერცხლის მედლის და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

2004 წელს სოფო მუსიკალური კონკურსისის „ნუცას სკოლა“, პირველი ადგილის მფლობელი გახდა. იმავე წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს ვარდი“ ჩატარდა, სადაც სოფო მეორე ადგილზე გავიდა.

2006 წელს მან იურმალაში, ლატვიაში, სიმღერის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი მოიპოვა. ფესტივალმა „ახალი ტალღა“ მომღერალს პოპულარობა არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მოუტანა… სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში „ახალი ტალღა 2007“-ზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

„ევროვიზია 2007″-ის საქართველოს წარმომადგენელი, ასევე პირველი შემსრულებელი ამ კონკურსში საქართველოდან – სიმღერით „Visionary Dream“.

სოფო ხალვაში გახლდათ შოუს წამყვანი პროექტში „ვარსკვლავების აკადემია“.

დღესდღეობით აჭარის ტელევიზიაში წამყვანის პოზიციაზე მუშაობს გადაცემაში „დილის ტალღა“

ასევე ხელმძღვანელობს საბავშო სტუდია „ბასტი ბუბუს“ აჭარის ფილიალს და ხმის ჩამწერ სტუდიას.

მუშაობს ახალ ალბომზე და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში.

რეკლამა: 0:05