შესახებ
სოფო ნიჟარაძე – დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქი თბილისში.
მომღერალმა ბავშვობა თბილისში გაატარა,ჰყავს ერთი ძმა, დასაოჯახებელია.
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით.
2001 წელს სოფომ სწავლა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში – GITIS და მუსიკალურ აკადემიაში – GNESINY გააგრძელა.ასევე დამთავრებული აქვს რუსეთის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.
2010 წელს სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე .
სიმღერაზე დედამ 3 წლის ასაკში მიიყვანა, ექვსი წლის ასაკიდან კი ვოკალს სწავლობდა, შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. შვიდი წლის ასაკში სოფო ცნობილმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ შეამჩნია და მიიწვიეს ფილმში „იავნანამ რა ჰქნა”, სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში დაიწყო მისი მოღვაწობა სოლისტად საბავშვო სტუდიაში, „ბასტი-ბუბუ” სადაც უამრავი წამყვანი პარტია შეასრულა. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი „Sous Le Ciel De Paris”. ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია. 2000 წელს სოფო სახელმწიფო ფილრამონიის სოლისტიც გახლდათ. იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის სოლისტი. შეასრულა მთავარი პარტიები მიუზიკლებში: „რომეო და ჯულიეტა”, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”, „ჩხიკვთა ქორწილი”, „ჰელოუ, დოლი”, „ვესტსაიდური ამბავი“, ხოლო 2012 წელს „ვერის უბნის მელოდიები“, სადაც პარტნიორობას ბუბა კიკაბიძე და ნოდიკო ტატიშვილი უწევდნენ. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. მათ შორის ფესტივალებისა: “ბრავო ბარვისიმო”(იტალია), “ბროლის ნოტი”(რუსეთი), “ახალი ტალღა”(ლატვია). 2010 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე
გამოშვებული აქვს ორი ალბომი “Who You Are” (2008წელი) და “We Are All” (2014წელი).
We Are All პირველი ალბომია ქართველი შემსრულებლის, რომლის შეძენაც iTunes-ზეა შესაძლებელი. ალბომში შესულია სოფოს და დეჟა გომესის დუეტი. მათი სიმღერა “Two of a Kind” 2011 წელს სტუდია Bravo Records-ში ჩაიწერა. სიმღერაზე გადაღებულია კლიპიც. ასევე სოფო ნიჟარაძის მონაწილეობით გადაღებულია კლიპები (მე მიყვარს ქუთაისი, ბათუმი, რაბათი, აფხაზეთი.)
წლების განმავლობაში სამთავრობო ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე საქართელოს ჰიმნის მთავარი შემსრულებელი გახლდათ.
1995 წელი – საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალი“.
1996 წელი – ქართული ფესტივალის „ლიგას“ სპეციალური პრიზი სიმღერისთვის „О тебе“; ფესტივალ „ბრავისიმო-ბრავისიმოს“ ლაურეატი, მინი-ლა სკალა (იტალია).
1997 წელი – საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ მონაწილე (მოსკოვის 850 წლისთავი).
1999 წელი – პირველი ხარისხის დიპლომი ღონისძიებაში „პიშკინის საღამოები“.
1998 -2001 წლები – საქართველოს იმდროინდელი პრეზიენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიანტი.
2000 წელი – დაჯილდოვდა „ოქროს ვარსკვლავით” საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია „ფორტესა” და სტუდია „ვარსკვლავური კიბეს” მიერ
2004-2005 წელი – მთავარი როლი მიუზიკლში „Romeo & Juliette“
2005 წელი – ახალი ტალღის მე-5 ადგილის ლაურეატი
2010 წელი –საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე.
2013 წელს ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „სიყვარული აქცენტით“.
2013 წელს კი სოფო „ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთ მონაწილედ მოგვევლინა.
ასევე იყო მეგა შუ „იქს ფასტორი“ მენტორი და პროექტის „მხოლოდ ქართული“ ჟიურის წევრი.
2014 წელს სოფომ ასევე შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი დავით დოიაშვილის კინო-მიუზიკლში “ლურჯი ფრინველი”.
2017 წელი – „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წლის სიმღერის დაჯილდოება „ოქროს ტალღა“, ნომინაცია წლის საუკეთესო მომღერალი ქალი, სიმღერისთვის „მაპატიე“.
2018 წელი წელი – „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წლის სიმღერის დაჯილდოება „ოქროს ტალღა“, ნომინაცია „წლის საუკეთესო მომღერალი ქალი”.
მუსიკლურ კარიერასთან ერთად სოფო სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებსა და შოუებში იღებს მონაწილეობას. 2010 წლიდან ორი სეზონის მანძილზე სოფო ნიჟარაძე მასშტაბური პროექტის „ნიჭიერის” ჟიურის წევრი იყო.
დღემდე აქტიურად წერს სიმღერებს და განაგრძობს ახალ პროექტებზე მუშაობას.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები