შესახებ
თაკო მელიქიშვილი დაიბადა 1984 წლის 24 იანვარს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალმცოდნეობის განხრით.
7 წლიდან ცეკვავდა ანსამბლში „თელა“.
1994 წელს შექმნა ჯგუფი „თაობა“, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა ნამდვილი შოუ დადგეს სცენაზე ცეკვის ელემენტებით და სიმღერით. პირველად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სტუდენტურ დღეებზე გამოჩნდნენ და ხალხის სიყვარული დაიმსახურეს.
პარალელურად მეორე არხზე მიჰყავდა სატელევიზიო შოუ „სკოლა“, მალევე დაიწყო მუშაობა რადიო „საქართველოს ხმაში“.
1999 წელს ცნობილ ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ და „თაობასთან“ ერთად დადგეს საერთო შოუ და გრანდიოზული კონცერტი ანშლაგით ჩაატარეს სპორტის სასახლეში, პარალელურად გამოვიდა ალბომი „მე და ჩემი თაობა“.
თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს ცნობილმა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ სთხოვა ჯგუფ „სახესთან” ერთად მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო საღამოში, რომელიც რუსთაველის თეატრში ტარდებოდა, შემდეგ საღამოზე ასევე ბატონი გიგას თხოვნით „თაობასთან“ ერთად გამოვიდა, ამ ფაქტს მომღერალი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბატონი გიგას შემოთავაზებამ უფრო მეტი ძალა შემატა, რამაც განსაზღვრა მისი მომდევნო კარიერული ნაბიჯები.
2003 წელს „თაობა“ დაიშალა, 2004 წელს კი უამრავი ადამიანიდან აარჩიეს რადიო არ დაიდარდოს“ მუსიკალურ წამყვანად, რომელიც იმ დროისთვის იხსნებოდა და დღემდე რჩება ამ პოზიციაზე.
2004 წელს გამოუშვა ალბომი „უშენოდ დღე“, რასაც მოჰყვა ტურნეები და კონცერტები .
2016 წელს გამოუშვა პირველი ვიდეორგოლი სიმღერაზე „მეგონა“.
სიმღერა არასდროს შეუწყვეტია, ჩაწერილი აქვს დუეტები მრავალ ცნობილ შემსრულებელთან და ყოველთვის ანებივრებს მსმენელს სიახლეებით.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები