შესახებ
თაკო ოქროპირიძე – დაიბადა 2 არილს, მსმენელმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტებით გაიცნო.პროფესიით ფარმაცევტია, დაამთავრა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტი „მცირე აკადემია“, ასევე დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით.2 წლიდან მღერის, 6 წლის ასაკიდან მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში, სადაც უამრავი საპრიზო ადგილი მოიპოვა.2000 წელს გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე პროექტით „ნუცას სკოლა“ ფინალამდე მიაღწია .2013 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ვოისი” და ფინალისტი გახდა.2006 წლიდან მღეროდა ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში, სამი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ტურნეები და გასტროლები კვინტეტთან ერთად. პარალელურად განაგრძობდა სოლო კარიერას.მომღერალი გორის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი გახლავთ .2010 წელს მომღერალმა „გორის ქალთა გუნდთან” ერთად ჰოლანდიაში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ორი გრან პრი დაიმსახურა და ხალხის სიმპათიის ჯილდოც მიიღო.მისი ცხოვრების ყველაზე აქტიური ეტაპი 2016 წელს იწყება. მსოფლიოში ცნობილ მომღერალ ქეთი მელუასთან ერთად, რომელიც ბრიტანეთში მოღვაწეობს.„გორის ქალთა გუნდისა” და ქეთი მელუას საერთო საშობაო პროექტმა „Winter” სტარტი 2016 წლის 14 ოქტომბერს აიღო და გუნდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. გასტროლებით გაემგზავრნენ ევროპის 11 ქვეყანაში და ტურნეს ფარგლებში კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახლემწიფო თეატრშიც გამართეს. სტუმრად იყვნენ მსოფლიოში ცნობილ ტელე გადაცემებში და მსოფლიოს ჩარტებშიც საპატიო ადგილი დაიკავეს.ბრიტანეთში მათ ტანდემს ვერცხლის დისკის წოდება მიენიჭა.2017 წელი ამავე პროექტით დააგვირგვინეს ბლექსი არენაზე.2018 წელს დაგეგმილია ასევე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 37 კონცერტი .წერს ახალ სოლო სიმღერას და ემზადება ალბომისთვის, მისი ცხოვრბის მთავარი მონაპოვარი სწორედ მუსიკა და მისი შვილებია .
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები