შესახებ
თამრიკო მეჭიაური – დაიბადა ქალაქ თბილისში, დაამთავრა 60-ე საშუალო სკოლა, ასევე მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით.
1993 წელს სწავლა გაგრძელა ზ.ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სასწავლებეში კლასიკური ვოკალის განხრით (თამარ დავითულიანის კლასი).
შემდეგ მუშაობა დაიწყო მუსიკის პედაგოგად, ასეევ სწავლობდა სახელოვნებო ჰუმანიტარულ აკადემიაში – ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.
6-7 წლის ასაკში, პიონერთა სასახლეში, ციცინო ციცქიშვილის ვოკალურ ჯგუფში მოხვდა და მოიარა ყოფილი სსრკ-ს რამდენმე ქალაქი კონცერტებით.
სტუდენტობის პერიოდში იყო ფილარმონიასთან არსებული ანსამბლის „დოლურის“ სოლისტი .
1990 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1996 წელს დაწერა პირველი სიმღერა „მინდა მიყვარდე“, რომელიც ფილარმონიის დიდ სცენაზე შეასრულა, ტექსტი ნანა ბალახაშვილს ეკუთვნის.
მისი სიმღერები ჟღერდა მრავალ რადიო სადგურში, „მოღალატე“ იყო პირველი სიმღერა, რომელიც ფართო აუდიტორიამ აიტაცა და შეიყვარა.
გადაღებული აქვს ერთი ვიდეორგოლი სიმღერაზე „გინატრე“.
სტუდენტობის პერიოდში მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ კლასიკური ვოკალის ფესტივალზე, საიდანაც დიპლომებითა და მედლებით დაბრუნდა.
15 პირველი ადგილი და 26 ტიტულოვანი ლაურეატის წოდება დაიმსახურა მის ვოკალურ სტუდიასთან ერთად.
2000 წელს მისმა სავატორო სიმღერამ სხვადასხვა მომღერლის შესრულებით გრანპრი დაიმსახურა ფესტივალებზე:
„მღერიან ვარსკვლავები 200“ , სანკტ-პეტერბურგი სიმღერით „მუხამბაზი“.
2001 წელს „ბროლის გლობუსი“ ბულგარეთი – გრან პრი „უბერავს ქარი“.
2002 წელს „ოქროს ბორანი“ – გრან პრი „მეგრული სიმღერების პოპური“.
გამოშვებული აქვს სამი ალბომი: 2007 წელს „გინატრე“, 2008 „მოღალატე“, 2016 წელს „კართან მოდგმა შემოდგომა“.
2017-2018 წელს ქობულეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე „ნარინჯისფერი ქობულეთი”, სადაც 15 ქვეყანა მონაწილეობდა, მის სტუდიასთან ერთად გრან პრი აიღო.
ორმოცამდე სიმღერის სტუდიური ჩანაწერი აქვს, აქედან ათი მისი საავტოროა.
დუეტები აქვს შესრულებული მრავალ ცნობილ მომღერალთან.
ბოლო წლებია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში და მოგზაურობს მუსიკალური ტურნეს ფარგლებში.
მუშაობს სავტორო სიმღერების ჩაწერაზე, რომელსაც ფართო აუდიტორია იხილავს.
პარალელურად ხელმძღვანელობს საბავშვო ვოკალურ სტუდიას „ჩარირამა“.
ნაყოფიერად აგრძელებს მოღვაწეობას როგორც ესტრადაზე, ასევე პედაგოგის რანგში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები