თბილისური კვარტეტი

თბილისური კვარტეტი –  ხანგრძლივი მეგობრობისა და სიმღერის სიყვარულის შედეგად შეიქმნა ,,თბილისური კვარტეტი“, რომლის წევრებიც არიან: თემო რიჟამაძე (I ტენორი), ილია ბახუაშვილი (II ტენორი), დაჩი ბახუაშვილი (ბარიტონი) და ლუკა ანთიძე (ბანი). მათ სიმღერის კულტურა და საბაზისო გამოცდილება შეიძინეს ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლში ,,მძლევარი“.

,,თბილისური კვარტეტი“ მღერის თბილისისთვის დამახასიათებელი დახვეწილი, აკადემიური სტილით და მისი მიზანია მოკრძალებული ადგილი დაიკავოს თბილისურ ურთიერთობაში; ამასთან, საზოგადოებას გააცნოს საკუთარი შემოქმედება კომერციული და არაკომერციული გზით. დღესდღეობით, კვარტეტის მიერ ოთხ ხმაში სრულდება სხვადასხვა ჟანრის დაახლოებით 120 სიმღერა, როგორც ქართული (ქალაქური, ხალხური, კლასიკური), ასევე – უცხოური.

,,თბილისური კვარტეტი“ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებსა და კონცერტებში, საქველმოქმედო აქციებში, სატელევიზიო შოუებსა და გადაცემებში; ბიჭების სიმღერები ჟღერს წამყვან რადიო სადგურებში.

რეკლამა: 0:05