თემო საჯაია

თემო საჯაია – დაიბადა 1988 წლის 21 მაისს, თბილისში.

1996 წელს ჩაირიცხა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის მე- 2 მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს ფაკულტეტზე; პარალელურად, სწავლობდა საესტრადო სტუდიაში, გიტარის განხრით;

2003-2007 წლებში წარჩინებით დაასრულა ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი, ვოკალის განხრით.

2004 წელს მონაწილეობდა სატელევიზიო კონკურსში ნუცას სკოლა”.

2005 წელს წარდგა საერთაშორისო კონკურსზე – Golden Stag, რუმინეთში ქ. ბრაშოვში, სადაც კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო ჯო კოკერი. თემო გახდა კონკურსის ლაურეატი.

2009 წელს თემო აღმოჩნდა სატელევიზიო შოუს ვარსკვლავების აკადემიის” ფინალისტებში, სადაც წარმატებით მონაწილეობდა, თუმცა შოუ შეწყდა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო.

წლების განმავლობაში მონაწილეობდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ პროექტებსა და კონცერტებში. 2012- 2013 წლებში მონაწილეობდა საზოგადოებრი მაუწყებლის პროექტებში “10 + 10”, სომხეთსა და უკრაინაში. ასევე 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში, საქართველოში.

წერს სიმღერებსა და ტექსტებს და თავადვე ასრულებს, ასევე მის სიმღერებს ასრულებენ სხვა მომღერლებიც.

დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, ჩართულია სხვადასხვა აქციებსა და პროექტებში, აღსანიშნავია სამედიცინო კორპორაცია Evexs-ის მუსიკალური პროექტი ერთად”, რომელიც დახმარებას უწევდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. თემო მონაწილეობდა ვიდეოკლიპში, შეასრულა ქეთი გაბისიანის სიმღერა. კლიპს ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

2012-17 წლებში იყო სოლისტი და ხელმძღვანელობდა ბენდს -„ ForceMajeurre“.

მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის მერიის ბიგ ბენდში”, სოლისტის რანგში.

2018 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ ვერიკო ტურაშვილთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ სახელწოდებით „თოვს“ გაიმარჯვა ნომინაციაში – „წლის დუეტი” და ასევე გახდა ტელეკომპანია “Music Box”-ის რჩეული.

ჩაწერილი აქვს უამრავი სავტორო სიმღერა და განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას.

რეკლამა: 0:05