შესახებ
ტრიო სიმი – 1988 წლის დეკემბერში შეიქმნა. ანსამბლის წევრები არიან ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ინჟინრები: ზაზა ვეფხვაძე, რევაზ გელაშვილი და ზურაბ ცქიტიშვილი.პირველი სიმღერა, რომელიც ახალგაზრდა მეგობრებმა იმღერეს, ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით „წუხელ თოვდა” ოთარ რამიშვილმა დაწერა. შემდეგ ტრიოს მიერ შესრულებული „ქუთაისო ჩემო”, „თუთა”,„ღვინის აღმართი”, „კესანები” და სხვა ქალაქური სიმღერები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც შეიყვარეს.როცა სიმღერა დაიწყეს, მეგობარი გია ჩეჩელაშვილი დაჰპირდათ, რომ ყველაფერში გვერდით დაუდგებოდათ და დაასპონსორებდა, პირველი გიტარებიც გიამ უყიდათ, მასვე ჰქონდა კომპანია, რომელსაც „სიმი “ ერქვა და როცა ჯერი სახელზე მიდგა, ბარემ „სიმი” დაირქვეს, თანაც მუსიკასთან კავშირში იყო.1991 წელს, ტრიომ პირველი აუდიო კასეტა, სახელწოდებით „რეტრო” ჩაწერა, რომელშიც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები შედის კინოფილმებიდან. „სიმმა” 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართა კონცერტები.2011 წელს რუსთაველის თეატრში წლების შემდეგ ტრიოს საღამო მოეწყო, სადაც ახალი ალბომის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელშიც 16 სიმღერაა შესული.ტრიო სიმს 2013 წლის 20 დეკემბერს საიუბილეო 25 წელი შეუსრულდა, კონცერტზე მომღერლებმა 16 ქალაქურ სიმღერა შეასრულეს. კონცერტის დასასრულს კი ფილარმონიის წინ მათი ვარსკვლავი გაიხსნა.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები