შესახებ
ვერიკო ტურაშვილი – დაიბადა 1982 წლის 22 სექტემბერს.
პროფესიით მსახიობია, დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე მუსიკალური შვიდწლედი.
სიმღერა 10-11 წლის ასაკში დაიწყო, რასაც მოყვა მრავალი კონკურსი, საერთაშორისო ფესტივალი, საიდანაც გრან პრის და ლაურეატის წოდების გარეშე არ წამოსულა.
განსაკუთრებით ახსოვს საერთაშორისო ფეტსივალი „აზიის ხმები“, 18 წლის ასაკში მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებიდან გამოარჩიეს და პირველი ადგილი დაიმსახურა.
2000 წელს გამოჩნდა პირველი სტუდიური ჩანაწერი აჩი მეფარიძესთან ერთად – „დღეები მიდიან“, ამას მოჰყვა ეთერ ჭელიძის „რა კარგი ხარ“, დათო ფორჩხიძის „შენთვის ვმღერი“.
2003 წელს გამოვიდა ახალი სინგლი „შენზე“ იგივე – „წვიმა მოგონებებს ასველებს” და იმ დროის ყველა რეკორდი მოხსნა.
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
გამოშვებული აქვს 11 ვიდეორგოლი სიმღერებზე : „რატომ მიყვარდი“, „სევდა“, „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“, „საახალწლო პოპური“, „შენზე“, „რა კარგი ხარ“, „მთავარია გწამდეს“, „რომ შემეძლოს“, „ჰავა ნაგილა”, „დეკემბერი” და „ თოვს“.
2018 წელს თემო საჯაიასა და ვერიკო ტურაშვილის დუეტმა სიმღერაზე „თოვს“, რომლის მელოდიაც და ტექსტიც თემოს ეკუთვნის, დიდი გამოხმაურება გამოიწვია მსმენელს შორის და როგორც ჩანს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრების სიმპათიაც დაიმსახურა, რადგან ეს დუეტი „ოქროს ტალღა 2018-ის წლის სიმღერის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული გახდა. პირველი პრიზი მათ საუკეთესო დუეტისთვის მიიღეს, მეორე კი – „მიუზიკბოქსისგან“, წლის საუკეთესო ვიდეოსთვის იმავე სიმღერაზე „თოვს“.
მომღერალი აქტიურად მუშოაბს სამ ახალ სიმღერაზე და როგორც ყოველთვის ემზადება ახალი პროექტებისთვის.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები