3 ნოემბერს, ქუთაისში, რიონჰესთან ახლოს ხევში გადავარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდებს – მათე ობოლაძეს და ბერდია ხაბულიანს ემშვიდობებიან.
ახალგაზრდების შესახებ მათი მეგობრები სოციალურ ქსელში არაერთ სტატუსს აქვეყნებენ და მათთან დაკავშირებულ ემოციურ ამბებს იხსენებენ.
„საღამოობით, ქუჩაში რომ ვსეირნობდი, ხშირად მხვდებოდა ხოლმე. შორიდან რომ დამინახავდა, გამოიწეოდა, გადამეხვეოდა და სიყვარულით მომიკითხავდა.
დამშვიდობებისას კი სულ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა: „ლანუ, რამე ხომ არ გჭირდება? არ მოგერიდოს, თუ რამეა მითხარიო…“ (ასეთი იყო ჩვენი მათე ბიჭი) მაგრამ ახლა ვინღა მეტყვის იმავეს?“ – წერს მათე ობოლაძის მეგობარი, ლანა ხახიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ქუთაისში ტრაგედია 3 ნოემბერს დატრიალდა – რიონჰესთან ახლოს ხევში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა.
რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რიონჰესში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მალევე წყალში იპოვეს ავტომობილიც.
გარდაცვლილი ახალგაზრდები 20 წლის მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.
