LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი საყვარელია“ – ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილი მამასთან გადაღებულ ემოციურ ფოტოს ავრცელებს

140
page

ბრიუს უილისისა და დემი მურის უმცროსმა ქალიშვილმა, 32 წლის თალულამ, სოციალურ ქსელში მამასთან გადაღებული ახალი, თბილი ფოტო გამოაქვეყნა.

კადრში 71 წლის მსახიობი იღიმის, თალულა კი მას თავზე კოცნის. ფოტოს მან მოკლე და ემოციური წარწერა დაურთო: „ასეთი საყვარელია“

თალულასთვის ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ცოტა ხნის წინ ის საყვარელ მამაკაცზე, მუსიკოს, ჯასტინ ეისიზე დაქორწინდა. წყვილმა საქორწილო ცერემონია პატარძლის ოჯახის სახლის ეზოში გამართა. ღონისძიებას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი დაქორწინდა – ცერემონიალს დემენციასთან მებრძოლი ბრიუსიც დაესწრო

შეგახსენებთ, ბრიუს უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას „აფაზია“ დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს „ფრონტოტემპორალური დემენცია“ (FTD) დაუდგინდა.

ბრიუს უილისის ქალიშვილმა ალცჰაიმერის გენეტიკური ტესტი ჩაიტარა – რუმერ უილისი მიმართვას ავრცელებს

„ამ ვიდეომ გაგვანადგურა“ – დემენციასთან მებრძოლი ბრიუს უილისის პირველი ვიდეო დიაგნოზის დასმის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები