LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი უნდა იყოს სიბერე“ – წითელი შლაპა და კოქტეილი – 91 წლის ოსკაროსანი მსახიობის, შირლი მაკლეინის იშვიათი გამოჩენა

125
page

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, ოსკაროსანი შირლი მაკლეინი ამჟამად 91 წლისაა, თუმცა ის საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ბევრს სეირნობს და საყვარელ კოქტეილებსაც ხშირად მიირთმევს.

მსახიობი პაპარაცების ობიექტივში ძალიან იშვიათად ხვდება, ამიტომ მალიბუს ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მისმა გამოჩენამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. სპორტულ სამოსსა და წითელ შლაპაში გამოწყობილი შირლი ღია ტერასაზე თანაშემწესთან ერთად ვახშმობდა და დროს შესანიშნავად ატარებდა.

ინტერვიუებში შირლი ხშირად საუბრობს თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზებზე. People-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ცეკვის მრავალწლიანმა პრაქტიკამ მის ცხოვრებაში დისციპლინა, სხეულის მოქნილობა და გამძლეობა ჩამოაყალიბა.

„ცეკვა ჩემთვის იყო მუსიკის სიყვარული, ადამიანებთან მუშაობა და ჭრილობებთან გამკლავება“, – აცხადებს მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის კიდევ ერთი ცნობილი ფიგურის, უორენ ბიტის, უფროსი და გახლავთ.

„ცხოვრება 91 წლიდან იწყება“, „წითელი შლაპაც არ დავიწყებია“, „კოქტეილს მიირთმევს?“, შესანიშნავად გამოიყურება“, „ასეთი უნდა იყოს სიბერე“, – არ წყდება კომენტარები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები