LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ჩინური ელექტროქარების აკრძალვას ფიქრობენ

116
აშშ-ში ჩინური ელექტროქარების აკრძალვას ფიქრობენ

აშშ-ში შესაძლოა ჩინური ელექტრომობილებით გადაადგილება აკრძალონ. „ჭკვიან“ ტექნოლოგიებს, რომელიც ასე მრავლად აქვს ჩინური ავტომობილებს, ინფორმაციის შეგროვება და ჩინეთისთვის გადაცემა შეუძლია, შიშობს ამერიკული მხარე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორი გზა არსებობს, ერთი პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩარევა და მეორე ასეთი ტრანსპორტის ამერიკული გზებიდან საერთოდ გაქრობა.

აკრძალავენ „ელემენტიან“ ჩინურ მანქანებს თუ „ჭკვიანი“ ტექნოლოგიებისთვის თვალის დევნების საშუალებას მიაგნებენ, ამას ხელისუფლებაში აქტიურად განიხილავენ. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მონაცემი, რომელსაც ელექტროქარი მოაგროვებს, მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე უნდა ინახებოდეს.

ამასთან, ანალოგიური მიზეზის გამო ჩინეთში ამერიკული ელექტროქარების, მათ შორის „ტესლას“ გამოყენებას ზღუდავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები