LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში იყიდება მდიდრული სახლი ბევრი ყველგანმავლითა და კროსოვერით

105
აშშ-ში იყიდება მდიდრული სახლი ბევრი ყველგანმავლითა და კროსოვერით

აშშ-ში იყიდება რანჩო ავტოფარეხებით და მანქანებით. გარდა მდიდრული პენტჰაუზისა, რომელიც 162 ჰექტარზეა გადაჭიმული, გამყიდველი მზადაა ყველგანმავლების, კროსოვერების მრავალფეროვან კოლექციას, ასევე ტრაქტორს და სატვირთოს გამოემშვიდობოს. ბონუსად მყიდველი თავის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლსაც მიიღებს.

სახლი 2007 წელსაა აგებული და ის მოიცავს 10 საძინებელს, 12 აბაზანას და მდიდრულ ინტერიერს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე არის რამდენიმე სასტუმრო სახლი და ფარეხები სხვადასხვა ტექნიკისთვის.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, სიაშია ათობით ყველგანმავალი Polaris RZR RS1, რამდენიმე ქვიშის ბაგი, მოდიფიცირებული სატვირთოები და ტრაქტორები, ასევე სკოლის ავტობუსი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არის კერძო სარბოლო ტრეკი და თვითმფრინავის სადგომიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები