LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-ს ძალიან წარუმატებელი წელი ჰქონდა, არც პროგნოზებია დამაიმედებელი

133
aston-martin

Aston Martin-მა დაწეული გაყიდვების ფონზე სამომავლო პროგნოზებიც შეცვალა. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა 2023 წლის მესამე კვარტალში 48,4 მილიონი ფუნტი იზარალა, რაც ყველაზე მოსალოდნელ წარუმატებლობაზე მეტი აღმოჩნდა. კომპანიას პრობლემები აქვს ახალი თაობის DB12-ის წარმოებასთანაც, რის გამოც Aston Martin გაყიდვების წლიურ პროგნოზებს აკორექტირებს: 7 ათასი ავტომობილის ნაცვლად მხოლოდ 6,7 ათასი ერთეულის რეალიზება იგეგმება.

საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ ამავე პერიოდში კომპანიის წაგება კიდევ უფრო მეტი, 55 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ასეთი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი საჭირო დეტალების დეფიციტი გახდა.

DB12-ს თავად Aston Martin-ში „ყველაზე იდეალურ მოდელს“ უწოდებენ. სპორტქარი მოძრაობაში 680 ცხენის ძალის ძრავას მოჰყავს, რომელიც 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0-დან პირველი 100 კმ-ს განვითარება ავტომობილს 3,5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 325 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები