LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიო: გურამიკო ლომიძის ახალი ნამუშევარი სიყვარულსა და გართობაზე – სოლოკომპოზიციის პრემიერა ძველით ახალ წელს

3454
გურამიკო-ლომიძე

გურამიკო ლომიძე „ფორტუნა პლუსს“ ესტუმრა ახალი სიმღერის პრემიერით. „ეს არის ადამიანი, რომელიც ქართული პოპმუსიკის განვითარების სათავეში იდგა, ქართული ბოიბენდის წევრი“, ასე წარადგინა გადაცემის წამყვანმა, რეზო კაკულიამ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, რომელმაც ამჯერად სოლოსიმღერა – „გავერთოთ და ვიხალისოთ“ შემოგვთავაზა. სიმღერის ავტორი გიგი ორაგველიძეა. ის ექიმია, მაგრამ მისი რიგით მეექვსე ნამუშევარი წარადგინა კომპოზიტორის ამპლუაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გიგი ორაგველიძე:

ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე ისტორიაა. დავიწყოთ იმით, რომ ვარ 90-იანელი და ვიყავი „ქუჩის ბიჭების“ არაადეკვატური ფანი. ასრულდა ჩემი ოცნება და გურამიკოს ერთი წლის წინ მოვასმენინე შავი მასალა ამ სიმღერით. მოეწონა, დაიჭირა რაღაც მომენტი და შემდგომ დაწერა ტექსტი. დავიწყეთ მუშაობა, არანჟირება გააკეთა ემზარ შარვაშიძემ, ჩაიწერა ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში, ხმის მიქსინგი, ბალანსი, მასტერინგი გააკეთა უნიჭიერესმა ხელოვანმა აჩიკო ოშხერელმა.

გურამ ლომიძე:

სიმღერის ტექსტი არ არის ადვილი დასაწერი და უნდა იფიქრო, რა მიმართულება მისცე კომპოზიციას. სხვათა შორის, იოლად არ მოსულა ეს ტექსტი. სახალისო და მხიარული ტექსტი გამოვიდა. მინდოდა, ხალისიანი სიმღერა შექმნილიყო. ახალ წელს ჯგუფმა „ქუჩის ბიჭები“ დავაპრემიერეთ სიმღერა მეგობრობაზე, ჩემი სოლოსიმღერის პრემიერა კი ძველით ახალ წლამდე გადავდეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სიმღერა, რომელსაც მეგობარ გოგონას, შეყვარებულს უმღერი და მასთან ერთად კარგ დროს ატარებ.

როგორია თქვენი გეგმები?

მოდი, ამ სიმღერას მივუძღვნი ჩემს შეყვარებულს, ეკატერინეს. ალბათ, გვისმენს და ფიქრობს, ნეტავ, იტყვის რამეს ჩემზეო? (იღიმის), ამიტომ მივუძღვნათ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დაკავშირებულია „ქუჩის ბიჭებთან“, ორი სიმღერა გვაქვს მზად. ველოდებით მათი გამოშვების დროს. იქნება კონცერტებიც. ახლა ბაკურიანში ვაპირებთ გამგზავრებას, ვისრიალებთ და დავისვენებთ, სიყვარულის დღისთვის კი, სავარაუდოდ, კონცერტს შემოგთავაზებთ.

გიგი ორაგველიძე:

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მერაბ სეფაშვილთან მაქვს დაგეგმილი მუშაობა, შემდგომში კი სურვილი მაქვს, „ქუჩის ბიჭებთანაც“ გავაკეთო კოლაბორაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები