მარიამ ბარნაბიშვილი

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

მარიამ ბარნაბიშვილი; გვარიდან გამომდინარე ხშირად მეძახიან ბარნის და ბარნაბას : )

აღწერე შენი პირველი ეთერი „ავტორადიოში“ სამი სიტყვით…

ბედნიერი; უჩვეულო; სასიამოვნო.

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

მსიამოვნებს მომენტი, როდესაც ვაანალიზებ, რამდენი ადამიანი მისმენს ეთერის დროს და რამდენ ადამიანს შემიძლია შევუქმნა დადებითი განწყობა დილიდანვე.

რომელია მანქანაში მოსასმენი საუკეთესო 5 სიმღერის შენეული ჩამონათვალი?

– Michael Jackson – In the Closet
– The Jacksons – Blame It On the Boogie
– Justin Timberlake – Higher Higher
– Coldplay – Adventure Of a Lifetime
– Syl Johnson – Is It Because I’m Black (remix)

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ძალიან ბევრ ფილმზე მიტირია : ))) უცებ გამახსენდა „Notebook” და „ჰაჩიკო“.

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

დილამშვიდობის.

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ალბათ ის, რომ ვარ ძალიან მიზანდასახული.

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

არ ვეწევი, არ ვსვამ : )))

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

– ჩემი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას
– ბევრ ბედნიერ და ღიმილიან სახეს დედამიწაზე
– საქართველო რომ იყოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების სამეულში.

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

– შემოვივლიდი მთელ ამერიკას; მაროკოში; ბრაზილიაში; ისლანდიაში; ისევ დავბრუნდებოდი პორტუგალიაში… ისე ძალიან ბევრი ადგილია, სადაც სიამოვნებით წავიდოდი : )

მსგავსი თემები