სალომე ღონღაძე

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

სალომე ღონღაძე. (Sally)

აღწერე შენი პირველი ეთერი „ავტორადიოში“ სამი სიტყვით…

დედააა:) ძალიან ვღელავდი:)

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

აქ ყველაფერი ფერადია.

რომელია მანქანაში მოსასმენი საუკეთესო 5 სიმღერის შენეული ჩამონათვალი?

კარგი გეტყვით. გიზიარებთ ჩამონათვალს, რასაც ამ პერიოდში ხშირად ვუსმენ ხოლმე

5 რჩეული სიმღერა:

Louis Armstr-La vie en rose – Louis Armstrong
Ella & Louis – Cheek to Cheek
Puff Daddy – I’ll Be Missing You
Malfa – So Long
Cigarettes After Sex – K

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

არსებობს ვინმე, ვინც იტყვის არაო? კიიიი, თან ძალიან მიტირიa…

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

ჩამაფიქრეთ 😀 ახლა დავაკვირდები და მერე გეტყვით… ვერ ვიხსენებ…

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ვარ მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ვფიქრობ, ეს არის ჩემი საუკეთესო თვისება.

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდა… ქრონიკულად ვმუშაობ, მეორე სამსახურის საქმეებს ვაკეთებ, სადაც მომიხერხდება ყველგან. ალბათ ეს იქნება მავნე ჩვევა…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ოქროს თევზს არ შევაწუხებ 🙂 ჩემით ავისრულებ სურვილებს 🙂

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

პირველ რიგში ჩემი სამშობლოს უკლებლივ ყველა კუთხე მინდა ვნახო. საზღვრებს იქით, ბოლო პერიოდია ძალიან მინდა კანადის, შვეიცარის და ნორვეგიის ნახვა.