LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფეხბურთელი, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს

738
FORTUNA.GE

რამდენი და რა მაგარი თავდამსხმელები არიან თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ ძალიან, ძალიან ბევრი გოლის გატანა მაინც რჩეულთა ხვედრია. 20 წელი გავიდა ახალი საუკუნის დაწყებიდან და ახლა ის ფეხბურთელები ვნახოთ, ვინც ამ 20 წელიწადში ყველაზე მეტჯერ მოახერხა გოლის გატანა. ერთმა-ორმა კარიერა უკვე დაასრულა, სხვები სოლიდურ საფეხბურთო ასაკში არიან, მაგრამ გოლები ისევ უხვად გააქვთ.

 

10. დავიდ ვილია – 386 გოლი

ესპანელი ერთადერთია ამ სიაში რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც.
საინტერესოა, რომ ვილიას არასოდეს გაუტანია სეზონში 30 გოლზე მეტი და ამ სიაში იმიტომ მოხვდა, რომ 20 წელზე მეტი თამაშობდა.

 

9. ედინსონ კავანი – 389 გოლი

ასაკის მიუხედავად კავანი დღემდე პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად რჩება.
2016/17 სეზონში 49 გოლი გაიტანა 50 მატჩში, მაგრამ “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მაინც მე-11 ადგილი დაიკავა.

 

8. კლას-იან ჰუნტელაარი – 399 გოლი

ჰუნტელაარი წლებია სტაბილური ფორვარდია.
მას ბევრი გაქონდა ნიდერლანდებში, ესპანეთსა და გერმანიაში.
ახლა 36 წლისაა და რადგან კარიერის დასრულებას არ აპირებს დიდი ალბათობით გაიტანს მე-400 გოლსაც.

 

7. სამუელ ეტოო – 408 გოლი

კამერუნელმა ბევრ ქვეყანაში მოასწრო თამაში (ესპანეთი, იტალია, ინგლისი, რუსეთი, ყატარი, თურქეთი).
ყველგან ასაკის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დამსახურებულად არის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი აფრიკის ისტორიაში.

 

6. სერხიო აგუერო – 414 გოლი

15 წლისას ქონდა დებიუტი დიდ ფეხბურთში.
არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სერხიო არის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი უცხოელებს შორის და საუკეთესო ბომბარდირი “სიტის” ისტორიაში.

 

 

5. ლუის სუარესი – 459 გოლი

ბოლო 5 წელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფორვარდია.
მაგალითად, 2015/16 წლების სეზონში 59 გოლი შეაგდო 53 მატჩში.

 

 

4. რობერტ ლევანდოვსკი – 466 გოლი

2005 წელს ქონდა დებიუტი დიდ ფეხბურთში.
ორ წელიწადში პოლონეთის მეორე ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ლევანგოლსკის ანგარიშზე რამდენიმე რეკორდია.
მაგალითად, სწორედ ისაა ყველაზე სწრაფი პენტა-თრიკის (5 გოლი) ავტორი ფეხბურთის ისტორიაში (8 წუთი და 59 წამი).

 

 

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 521 გოლი

ერთადერთია ამ სიაში, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო (1999 წელს “მალმიოში” გამოდიოდა).
20 წელიწადში ზლატანმა მოიგო 30 ტროფეი, 11-ჯერ დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად შვედეთში და 5-ჯერ გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

 

 

2. ლიონელ მესი – 700 გოლი

დიდი ხანი არ არის, რაც ლეომ მე-700 გოლი გაიტანა.
არგენტინელის ანგარიშზე რეკორდების ფენომენალური რაოდენობაა.
აი რამდენიმე მათგანი:
არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი
“ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი
“ოქროს ბუცების” რეკორდსმენი (6-ჯერ)

 

1. კრიშტიანო რონალდო – 729 გოლი

რონალდოს ამ ეტაპზე ოდნავ მეტი გოლი აქვს გატანილი მესიზე და ჯერჯერობით სიას სათავეში უდგას.
პორტუგალიელსაც მრავალი რეკორდი აქვს აქტივში:
საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის, “რეალის, პორტუგალიის ნაკრების და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
მის ანგარიშზე სხვა ბევრი რეკორდიცაა, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები