LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112 წლის ვენესუელელი მსოფლიოში უხუცეს კაცად დაასახელეს

37
At-112-Juan-Vincente-Perez-becomes-the-oldest-man-in

გინესის რეკორდების წიგნმა 112 წლის ვენესუელის მკვიდრი ხუან ვინსენტე მორა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან კაცად აღიარა.

სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, საპატიო წოდება ხანდაზმულმა 113 წლის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

მორა 1909 წლის 27 მაისს დაიბადა, ოჯახში სადაც 10 ბავშვი იზრდებოდა. ის მრავალი წლის განმავლობაში ფერმაში მუშაობდა და მიწის ბოლო ნაკვეთი 104 წლის ასაკში გაყიდა. ვენესუელელი 1937 წელს დაქორწინდა და მისი მეუღლე 1997 წელს გარდაიცვალა. მამაკაცს 11 შვილი, 41 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 12 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მორას თქმით, ყოველ დღეს ის ფინჯანი ყავითა და ოჯახთან ერთად საუზმით იწყებს. ის მორწმუნე კათოლიკეა და ყოველ დღე ლოცულობს. ხანდაზმულმა აღიარა, რომ მთავარი რაც მას ცხოვრებამ ასწავლა უფლის და ოჯახის სიყვარულია. ასევე ის, რომ სამსახურისთვის ადრიანად ადგომა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები