ავსტრალიამ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ფესტივალს Summernats უმასპინძლა და ახალი რეკორდიც დამყარდა. გინესის წიგნში მოხვედრა ფესტივალმა ამჯერად საბურავების წვით, ე.წ. „ბერნაუთით“ მოახერხა. ღონისძიებაში ერთდროულად 126 ავტომობილი მონაწილეობდა და შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი საუდის არაბეთში დამყარდა და მასში 119 ავტომობილი გამოდიოდა. არაბებამდე კი რეკორდი ისევ ავსტრალიელებს ეკუთვნოდათ და მასში 103 მანქანა იყო დაკავებული.

რაც შეეხება ახალ რეკორდს, მონაწილეთა სახეობები სრულიდ განსხვავებული იყო – დაწყებული კლასიკური მოდელებით და დამთავრებული თანამედროვე დატუნინგებული ქარებით.

საავტომობილო ფესტივალმა წელს 100 ათასზე მეტი ავტომოყვარული შეკრიბა და მის ფარგლებში 2,5 ათასი ავტომობილი გამოვიდა.

მსგავსი თემები