LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

135 000 ძალის მქონე ავტომობილი აღარ შეიქმნება

car

უჩვეულოდ სწრაფი ავტომობილის Bloodhound SSC პროექტი დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დახურა. საქმე ისაა, რომ მწარმოებელთა ჯგუფმა ვერ იპოვა ინვესტორი, რომელიც მათ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგით დააფინანსებდა და წლების განმავლობაში დაგროვილ ვალებსაც გადაუხდიდა.

კომპანია Bloodhound Programme Ltd რეკორდულ ავტომობილზე 2007 წლიდან მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ კი თავი ბანკროტად გამოაცხადა. არამყარ ეკონომიკურ სიტუაციას პროექტის ავტორები „ბრექსიტს“ და მთავარი პარტნიორების წასვლას მიაწერენ. მაგალითად, პროექტის ყოფილ წევრებს შორის იყვნენ – Jaguar Land Rover და კორპორაცია Geely.

შეგახსენებთ, რომ დაუსრულებელი ავტომობილი 13,5 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო და ის რეაქტიულ Rolss-Royce EJ200 ძრავს მიიღებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები