LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14-20 იანვარი ძალიან კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის” – მიხეილ ცაგარელი

2489
cagareli-ne-fot2020

რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში “სტუმრად მიხეილ ცაგარელთან” ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილ ცაგარელმა იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ვრცლად წარწმოგვიდგინა.

წლის პირველი გადაცემა მინდა დავიწყო შობასთან დაკავშირებული შეკითხვებისათვის პასუხის გაცემით. ბევრი კითხვა შემოდის ამის შესახებ, ბევრ ადამიანს აინტერესებს ნამდვილად არის თუ არა შობა მაშინ, როცა ჩვენ აღვნიშნავთ.

ასტროლოგებში ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად პავლე გლობა, ცნობილი მოსკოველი ასტროლოგი თვლის, რომ იესო ქრისტე ზოდიაქოთი იყო კირჩხიბი და არა თხის რქა, ეს მისი გარკვეული კვლევების შედეგია.ასტროლოგების ძირითადი ნაწილი და მათ შორის მეც ვფიქრობთ, რომ ის მართლა 25 დეკემბერს იყო დაბადებული, რადგან ეს საკრალური თარიღია. 25 დეკემბერს დიდი სულიერი ლიდერები იბადებიან .უამრავი დიდი სულიერი ოსტატი არის დაბადებული 25 დეკემბერს, მაგალითად ზარატუსტრა, სვამი ვივეკანანდა და ბევრი სხვა. ბუნებრივია ასტროლოგებს ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ არსებობს მეთოდი და მიუხედავად ზუსტი ინფორმაციის არქონისა, ადამიანების ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მიხედვით შესაძლებელია მათი დაბადების წერტილამდე დაბრუნება და გამომდინარე იესოს განვლილი ცხოვრებიდან და ხასიათის თავისებურებებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მართლა 25 დეკემბერს დაიბადა.

რაც შეეხება მომავალ კვირას, გეტყვით, რომ 13-19 იანვარი შედარებით მშვიდია,რადგან ამ დროს დედამიწა ჯერ კიდევ დადებით ენერგოველშია. ამ კვირაში შეიძლება მნიშვნელოვანი იდეები მოგივიდეთ, შეიძლება განახორციელოთ პროექტები და დადოთ ხელშეკრულებები, ამ კვირასი შეგიძლიათ იმოგზაუროთ კიდეც.

შემდეგი კვირა უკვე საკმაოდ რთულია, აქ უკვე სერიოზული პრობლემები იქნება. 19-31 იანვრის პერიოდი იქნება საკმაოდ რთული, რასაც მოჰყვება შედარებით მშვიდი თებერვალი და მარტი, ამ დროსაც დედამიწის ენერგოველი იქნება პოზიტიური.

10 აპრილიდან აპრილის ბოლომდე დადგება ისევ რთული პერიოდი, იქამდე, ასე ვთქვათ, კოსმოსი დაგვასვენებს.

ამ კვირის მაქსიმალურად გამოყენებას გირჩევთ.

როგორც არვნიშნე საერთო მდგომარეობა გართულდება 19 იანვრიდან. ამ დროს თავს იჩენს დაძაბულობა სხვადასხვა ლიდერებს, ქვეყნებს, პარტიებს შორის. იქნება სირთულეები  ბიზნესში, სხვადასხვა სახის ოჯახური დაძაბულობები. ამ პერიოდმა შეიძლება ისევ ვიხილოთ სხვადასხვა სახის მიტინგები და საპროტესტო აქციები, შეიძლება ვიხილოთ საომარი ვითარებებიც.

ცვლელებები მოხდება ფინანსური კუთხითაც, შეიძლება ცვლილება განიცადოს ვალუტის კურსმა, დიდია ტექნოგერნური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საავტომობილო, საავიაციო და სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებით.დიდი იქნება ავარიების ალბათობა, ასე რომ როგორც მძღოლებს, ასევე მგზავრებს და ფეხით მოსიარულეებს ვურჩევ, იყვნენ ფრთხილად.

გრიპების და ინფექციების ტენდენციაც 19-31 იანვარს მიაღწევს პიკს, ამიტომ გაუფრთხოლდით ჯანმრთელობას. დიდია ემოციური კონფლიქტების ალბათობაც.

14 იანვარს,სამშაბათს, სიყვარულის პლანეტა ვენერა თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 7 მარტამდე იქ დარჩება. ვენერას უყვარს თევზების ზოდიაქოში ყოფნა, არის ადგილები სადაც პლანეტებს უყვართ ყოფნა და თავის თვისებებს კარგად ავლენენ.სწორედ ასეთი რამ მოხდება ამ შემთხვევაშიც. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებში გაიზრდება ემოციურობის, მგრძნობიარობის, თევზებისთვის დამახასიათებელი რომანტიკულობის და  გულმოწყალების მაჩვენებელი. ადამაინებს გაუმძაფრდებათ ინტუიცია, გაუმახვილდებათ ფანტაზია და გახდებიან უფრო სენტინემენტალურები. იზრდება ტყუილებისადმი მიდრეკილკებაც. დახვეწილი იუმორის ტენდენციები ასევე მოიმატებს ამ პერიოდში.

16 იანვარს, ხუთშაბათ დღეს ინტელექტის,კომუნიკაციის და გონების მმართველი პლანეტა მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 3 თებევრლამდე დარჩება. ამ მოვლენის შედეგად ადამიანებში გონებამახვილობა განვითარდება, უამრავი საინტერესო ორიგინალური იდეა გაუჩნდებათ, პიკს მიაღწევს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, ყველაში მეტ-ნაკლებად მოიმატებს იმპროვიზაციის უნარი.

რაკი მერწყული ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ნიშანია, ეს თვისებაც გამოჩნმდება ადამიანებში.

მერწყული თავისუფლებისმოყვარე, ყველაზე ძლიერი და გონებამახვილი ნიშანია. იაპონიაში ფირმების მმართველები, რომლებიც ჩახედული არიან ასტროლოგიაში, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის მქონე თანამშრომლებს აძლევენ გარკვეულ პროქტს და ვადას მასზე სამუშაოდ, ამის შემდეგ კი ანიჭებენ სრულ თავისუფლებას. თანამშრომელს შეუძლია სამსახურში არც იაროს ამ პერიოდში, რადგან მას სჭირდება სრული თავისუფლება. მერწყულის მარგი ქმედების კოეფიციენტი უმაღლეს ნიშნაულს სწორედ ამ დროს აღწევს. ჩარჩოებში მოქცეული მერწყული თავისი პოტენციალის ნახევარსაც ვერ ავლენს. ამიტომ მიეცით მათ თავისუფლება.

ნობელიანტების 60% სამეცნიერო, ტექნიკურ და საინჟინრო სფეროში სწორედ მერწყულია, ამიტომ ასეთ დროს სპონტანური იმპროვიზაციებია მოსალოდნელი. თუ უცებ მოგივათ თავში ორიგინალური იდეა არ გაგიკვირდეთ, ეს ორიგინალური მერწყულია, მას აინტერესებს ახალი გამოცდილება.

ბიზნესი და ფინანსები ვისაც ეხება მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ 14-20 იანვრის შუალედი კარგი პერიოდია ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად, შეიძლება იპოვოთ ისეთი ადამიანიც, ვინც თავისი პირადი ფინანსებით დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, რასაც ვერ ვიტყვი უკვე 21 იანვრის შემდეგ პერიოდზე.

რაც შეეხება მოგზაურობას, 14 იანვრამდე ცოტა დაძაბული ვითარებაა. მაღალია ავარიების რისკი, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული. 15-16 იანვარი ამ მხრივ ცოტა უკეთესი პერიოდია.

17-20 იანვარს იყავით მზად ცვლილებებისთვის, ზოგი მათგანი შეიძლება არასასიამოვნოც იყოს. შეიძლება მოულოდნელად გადაიდოს ფრენა, შეგეცვალოთ მარშრუტი, დაკარგოთ ბარგი. ასე რომ ნუ გაემგზავრებით ამ დღეებში ნურსად, თუ ეს აუცილებელი არაა. ამ პერიოდში ყველაზე კარგი დღე სადმე გამგზავრებისთვის  19 იანვარია.

14-20 იანვარი ძალიან კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისათვის და ამ დროს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან კარგადაც დასრულდეს.

ვისაც მკურნალობის დაწყება უნდა, მათ ვეტყვი, რომ 15 და 19 რიცხვში კარგია დაწყება. თუ მკურნალობას ამ დღეებში დაიწყებთ, ნაკლებ მოსალოდნელია მოულოდნელი გართულებები. არ გირჩევთ მკურნალობის პროცესის 17,18 და 20 იანვარს დაწყებას. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია .

სამსახურის შეცვლის მსურველებს შეუძლიათ ეს  15 და 19 იანვარს გააკეთონ. ამ მხრივ ცვლილებებისთვის ნეგატიურია  16, 17, 18 და 20 იანვარი, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია.

ხელშეკრულებების დადება 19 იანვარს ძალიან კარგია. არ გირჩევთ ამის გაკეთებას 16, 17 და 20 იანვარს.

ქორწინებისთვის ნეგატიური დღეებია  14, 16, 17, 18 და 20 იანვარი, დანარჩენი საშუალოა. თუ აპირებთ ბინის ყიდვას, გაყიდვას, ახალ ბინაში გადასვლას, ამისთვის ძალიან კარგი დღეა 19 იანვარი, ნეგატიურია 17 და 20 რიცხვები, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია.

არ გირჩევთ სარემონტო სამუშაოების განხორციელებას 17 და 20 იანვარს.

საფინანსო რიტუალები

საფინანსო რიტუალები ასტროლოგიაში გარკვეული მოქმედებებია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ფინანსების ენერგია მოიზიდოთ ან განიზიდოთ. ადამიანი ხშირად ყურადღებას არ აქცევს ამას, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია.

13 იანვარს კარგია საათის შეძენა, რაც მერე ფინანსებს მოიზიდავს, მაგრამ ამ დღეს ფული არ დაითვალოთ.

14 იანვარს კარგია სავალუტო ოპერაციები.

15 იანვარი კარგი დღეა კაპიტალდაბანდებისათვის და ფულის სესხების ან ჩასესხებისათვის.

16 იანავრს კარგია საათის და სარკის ყიდვა,თუმცა არ გირჩევთ ამ დღეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვას.

17 იანვარი კარგია ქველმოქმედებისათვის, მაგრამ ამ დღეს კარგი იდეა არ არის  კაპიტალდაბანდება და ფულის სესხება ან ჩასესხება.

18 იანვარს ფულის დათვლა და ვალუტის ყიდვა ფინანსურ ენერგიას მოიზიდავს, თუმცა ამ დღეს ვალს ნუ დააბრუნებთ.

19 იანავრი კარგი დღეა კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.

20 იანვარს დააბრუნეთ ვალი მაგრამ მოერიდეთ ფულის დათვლას.

21 იანვარს კარგია ქველმოქმედება.

22 იანვარს გირჩევთ შეიძინოთ საათი.

23 იანვარს  კარგია საფულის შეძენა, ასევე ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.

24  იანვარს შეგიძლიათ კაპიტალდაბანდება განახორციელოთ, ფული ისესხოთ ან გაასესხოთ,თუმცა არ დათვალოთ სხვისი ფული.

   

ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისათვის

ვერძი – ამ პერიოდში ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის ენერგოტონუსი მცირდება. გახსოვდეთ, რომ არ უნდა გადაიტვირთოთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს და პასუხისმგებლობის აღებას. ზოგადად ეს კვირა თქვენთვის ცუდი არ იქნება, გამომდინარე ვენერა – ურანის ჰარმონიული ასპექტიდან, რომელიც ხელს უწყობს მოლაპარაკებებს. შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები. ნუ გადაიღლებით და ნუ იქნებით სულსწრაფი.

კურო – ამ პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილად იყავით საბუთებთან, დოკუმენტაციასთან. დიდია შეცდომის ალბათობა. შეიძლება შეცდომა თქვენ არ დაუშვათ, მაგრამ სხვას შეეშალოს რამე ისეთი,რაც თქვენზეც იქონიებს გავლენას, ამიტომ იყავით ყურადღებით. მოგზაურობის კუთხით კარგი კვირაა, შეგიძლიათ დრო დაუთმოთ სულიერ განვითარებას, შეხვდეთ ინვესტორებს ან უცხოელებს. ჯანმრთელობის მხრივაც პოზიტიური პერიოდია თქვენთვის.

ტყუპები – ენერგოტონუსი შემცირებულია, ანუ ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. ნუ გადაიღლებით, აკონტროლეთ ემოციები. მთლიანობაში ცუდი კვირა არ არის თქვენთვის,  პირიქით. არის საქმიანი კუთხით მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებების შანსი, ასევე ფინანსური წარმატების. ბევრი პრობლემა ისე გადაწყდება, რომ ვერც მიხვდებით, ეს როგორ მოხდა. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდში არის კონფლიქტების ალბათობა რომელიც გამძაფრდება 20 იანვრიდან, ამიტომ ეცადეთ იყოთ მომთმენი.

კირჩხიბი– ამ დროისათვის ცაში ჰარმონიული ურთიერთობაა მარსს, მერკურსა და სატურნს შორის. ეს ხელს შეგიწყობთ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში.კარგი პერიოდია თანამშრომლობისთვის, მაღალია სასიკეთო შანსების გამოვლენის ალბათობა. შეგიძლიატ იაქტიუროთ, ეს თქვენთვის კარგი დროა.

ლომი– ამ პერიოდში ენერგოტონუსი შემცრიებულია.ნუ გადაიტვირთებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოსალოდნელია სამსახურეობრივი ცვლილებები. შეიძლება მიიღოთ საინტერერსო წინადადება, რაც სამომავლო კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. ზედმეტმა პირდაპირობამ სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი ტაქტი.

ქალწული – საკმაოდ აქტიური და ენერგიული პერიოდია. ამ დროს მზე გადის მეხუთე ასტროლოგიურ სახლში, რომელიც  სიყვარულის და შვილების სახლია. ამ დროს ურთიერთგაგება საკმაოდ მაღალია.  კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, თვითრეალიზაციისათვის, მნიშვნელოვანი მიზნების დასახვისათვის. ამ ყველაფერს ხელს უწყობენ მზე,მერკური, სატურნი და  იუპიტერი. არსებობს ფინანსური პოზიციების გაუმჯობესების შასნი, ასევე დადებითი კვირაა სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. მარტოხელებსაც ექნებათ ამ პერიოდში სასიკეთო პერსპექტივები.

სასწორი – ამ კვირაში ენერგოტონუსი შემცირებულია, გაუფრთხილდფით ჯანმრთელობას, ემოციური არასტაბილურობას მიაქციეთ ყურადღება და ეცადეთ არ გადაიტვირთოთ. სხვა მხრივ სასიკეთო ტენცდენციებია, ზოგი თქვენგანი საბინაო საკითხებს გადაწყვეტს. თუმცა უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილეც, რადგან მატულობს სიჯიუტე და აგრესიულობა. გირჩევთ თავდაჭერას და მოთმინებას. შემდეგი კვირის შუალედიდან წარმატების ფაქტორებიც იმატებს.

მორიელი– ენერგოტონუსი მაღალია, შესაბამისად მორიელი აქტიურია და ენერგიული. ძლიერდება ინტუიცია, რაც სწორ ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.გაგიადვილდებათ  მატერიალური მსგომარეობის გაუმჯობესება, ახლობლებთან კონტაქტი. სასიკეთო პერიოდია ბიზნესის კუთხით და პირადი ურთიერთობებისათვისაც.

მშვილდოსანი- თქვენთვის კარიერული ცვლილებების დროა. დიდი შანსი გაქვთ, გაიუმჯობესოთ მატერიაულური მდგომარეობა.  მერკური მზე და სატურნი თავიანთივ ადგილმდებარეობით გვაძლევენ ამ  კუთხით გაუმჯობესების შანსებს. საჭიროა თავდაჭერა, ნუ იქნებით იმპულსური და სულსწრაფი, ეს ტრავმულ სიტუაციებს გამოიწყვევს. სხვა მხრივ კარგი პერიოდია.

თხის რქა-  ეს თქვენი დროა. ამ პერიოდში მზე გადის ამ ზოდიაქოს ნიშანს. იყავით ინციატივიანი, ენერგიული და აქტიური. გელით საინტერესო ცვლილებები, შეხვედრები, ახალი პარტნიორული ურთიერთობები და შთაბეჭდილებები. კარგი დროა  მოგზაურობის, შეხვედრების და მოლაპარაკებებისათვის. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობაც.

მერწყული– ზოდიაქოს ამ ნიშნისათვის მზე გადის მეტორმეტე სახლს, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის დეფიციტს იგრძნობთ. თქვენს ზურგს უკან მოქმედებას ეცდენიაბ თქვენი ფარული მტრები. ჭორების და ინტრიგების პერიოდია, ამ დროს ნუ წამოიწყებთ ახალ, სარისკო საქმეებს. თქვენთვის კარგი პერიოდი 20 იანვრიდან იწყება, იქამდე კი იყავით მშვიდად და ყურადღებით.ენერგოტონუსი დაბალია, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრელობას.

 თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. ამ პერიოდში არ გექნებათ იდეების დეფიციტი. სატურნის,პლუტონის და მზის ურთიერთობა სასიკეთო ცვლელებებს გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში. ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან, ურანის ჰარმონიული ასპექტი მოულოდნელ შესაძლებლობებს და წარმატების შანსს გაძლევთ  როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე ფინანსური კუთხით. შეიძლება დაიწყოთ ახალი პროექტის განხორციელებაც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები