LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლამდე პარიზელებისთვის სწავლის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

58
parispublictransport

პარიზში 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის საქალაქო ტრანსპორტი და ასევე ველოსიპედის გაქირავების სერვისი სრულებით უფასო იქნება. ინიციატივა 2020–2021 აკადემიური წლის განმავლობაში იმოქმედებს.

აქამდე უფასო ტრანსპორტირებით მხოლოდ 11 წლამდე ბავშვები სარგებლობდნენ, უფროსებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი მოქმედებდა.

ქალაქის ხელისუფლებამ არასრულწლოვანებისთვის სამგზავრო ბარათებზე 350 ევრო ჩარიცხა და ტრანსპორტის ღირებულების მიხედვით თანხა შეიძლება გაიზარდოს კიდეც. აღსანიშნავია, რომ უფასო მგზავრობას 135 ათასი პარიზელი შეძლებს, ქალაქის სტუმრებისთვის შეღავათები არ არის გათვალისწინებული.

პარიზის მერიის ინფორმაციით, პანდემიამდე მოსწავლეთა 20% სკოლამდე მისასვლელად ველოსიპედს იყენებდა ან საერთოდ ფეხით მიდიოდა. დანარჩენები კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მშობლების ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირად ავტომობილზე უარის თქმის სტიმული უნდა გახდეს. ხელისუფლება იმედოვნებს რომ ინიციატივა ქალაქში საცობების რაოდენობას და ჰაერში მავნე გამონაბოლქვს შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დროს პარიზში ველო–ინფრასტურქტურის განვითარება დაიწყო. 2024 წლისთვის 650 კილომეტრის სიგრძის ახალი ველობილიკის დაგებაც იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები