LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18:9 – საქართველომ ევროპა მთავარ მეტოქესთან მოგებით დაიწყო

51570529_2073553569408398_6240185691192426496_n

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ორი ფავორიტი შეხვდა ერთმანეთს. რუმინეთის ქალაქ კლუჟში რუმინეთმა ჯგუფის ფავორიტი საქართველო მიიღო და ვერაფერს გახდა – მატჩი ბორღალოსნებმა 18:9 მოიგეს.

თამაშში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. თავიდან მორაგბეები შეკინკლავდნენ კიდეც. პირველ ნახევარში ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა. ტაიმის მიწურულს ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და დომინირებდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმი წავაგეთ – 3:6.

მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, ჩვენი უპირატესობით წარიმართა და საქართველომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. სტუმრებმა ორი ლელო დადეს (ერთ გარდასახვა) და 15:6 დავწინაურდით. ბექა გორგაძის მეორე ლელო განსაკუთრებით მაგარი გამოვიდა.

მასპინძლებმა სხვაობა ჯარიმით შეამცირეს და მატჩის გადარჩენის იმედიც გაუჩნდათ, რადგან ერთი გარდასახული ლელო ყოფნიდათ, მით უმეტეს, რომ არბიტრმა მატჩს ბლომად დრო დაამატა. თუმცა ჩვენებს უპირატესობა არ დაუთმიათ, თედო აბჟანდაძემ ჯარიმა კიდევ იქით გაიტანა და უკვე ისეთი ანგარიში გახდა, რომ მოგება უეჭველი გახდა.

ეს თამაში ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნა. გათამაშდა ტრადიციული, ამ ნაკრებებს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“, რომელიც ჩვენს მფლობელობაში იყო და თბილისიდან წავიღეთ. ახლა ისევ უკან წამოღება მოგვიწევს.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში და 23-კაციან განაცხადში ცვლილებები მოხდა. მერაბ შარიქაძის ნაცვლად, შუამარბად თამაშს ზურაბ ძნელაძემ დაიწყო, რომელიც პირვანდელ განაცხადში გარემარბი იყო, ხოლო ფრთაზე გიორი აფციაური დაწინაურდა. მარქაფაში მისი ადგილი გიორგი კოშაძემ დაიკავა. გუნდს გიორგი ნემსაძემ უკაპიტნა.

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი აფციაური, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. დავით გიგაური, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. გიორგი კოშაძე.

მატჩამდე მილტონ ჰეიგი ამბობდა, რომ რუმინეთთან თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნებოდა. “ეს თამაში 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა შერჩევას ემსახურება და ახალგაზრდებს დავაკვირდებით.”

მის ვიზავის მარიუს ტინკუს რუმინეთის მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ქონდა, რომელსაც ქართველების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და ამბობდა, საქართველოს დამარცხება თუ ვინმეს შეუძლია, ეს ჩვენ ვართო. ცოტა ხნით (იმედია დიდი ხნით) გადავადება მოუწევს.

ეს რუმინელ “მუხებთან” 23-ე მატჩი იყო. აქედან ქართველებმა მე-13-ედ მოიგეს, 9-ჯერ რუმინელებმა იმარჯვეს და ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.

მეთვრამეტედ გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც საქართველოს უკვე 12-ჯერ, ხოლო რუმინეთს 6-ჯერ აქვს მოგებული.

მომდევნო თამაში ბორჯღალოსნებს 17 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ უწევთ ესპანეთთან (18:00 სთ, ბილეთები უკვე იყიდება), შემდეგი კისაშინაო მატჩი კი 10 მარტს ქუთაისშია გერმანიასთან (16:00 სთ).

თუმცა მანამდე ბელგიას 2 მარტს ბრიუსელში ვერკინებით (18:00 სთ), ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს კრასნოდარში, რუსეთთან ჯახით ვასრულებთ (16:00 სთ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები