LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ცნობილია

114
cars

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა გასული წელი შეაჯამა და ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები დაასახელა, თანაც მსოფლიო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო სეგმენტს გასულ წელს ბევრი სირთულე შეხვდა, ზოგიერთმა ქვეყანამ გაყიდვების გაზრდა მაინც მოახერხა. სატრანსპორტო საშუალებების რეალიზების საკითხში აბსოლუტური ლიდერი ჩინეთი გახდა, რომელმაც მეორე ადგილოსან აშშ-ს თითქმის ორჯერ გადაუსწრო.

ჩინურ ბაზარზე ბესტსელერები – BYD Song Plus, Nissan Sylphнy da Wuling Honnguang Mini EV გახდნენ. ელექტროქარების პოპულარობის ზრდასთან ერთად, ეკოლოგიური ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელმაც იმატა და 26,86 მილიონი მანქანა შეადგინა. 2022 წლის ყველაზე მოთხოვნადი მანქანა BYD Song Plus გახდა, რომელიც 459 424 ტირაჟით გაიყიდა.

რაც შეეხება ლიდერთა სიაში მეორეს – აშშ-ს, მის შემთხვევაში გაყიდვების ლიდერი პიკაპები Ford F-Series, Chevrolet Silverado და Dodge Ram გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები