LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლიდან ბენზინზე მომუშავე ავტომობილები აღარ გაიყიდება

110
-107425069-bus

2030 წლისთვის ირლანდიაში მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდული აგრეგატის მქონე ავტომობილები იმოძრავებენ. მიზნის მისაღწევად დიზელის და ბენზინის ავტომობილების გაყიდვა საერთოდ შეწყდება, ხოლო 2045 წლიდან მსგავსი მოდელები ტექ-ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.

ეს გადაწყვეტილება მასშტაბური ეკოლოგიური პროექტის ნაწილი გახდა. ხელისუფლება არამხოლოდ კერძო ავტომობილების კონტროლს, არამედ სატრანსპორტო სფეროს სხვა ასპექტებსაც დაარეგულირებს. ასევე შეიცვლება ენერგეტიკული სექტორი და კლიმატზე მავნე გავლენა მინიმუმამდე შემცირდება.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის ელექტროავტომობილებს ქვეყნის მოსახლეობის 4% ირჩევს, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება, რასაც ეკოლოგიურ მოდელებზე ფასების შემცირება გამოიწვევს.

ასე რომ, 2030 წლისთვის ბენზინის ავტომობილების გაქრობა სრულებით რეალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები