LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ინტიმური შეცდომა, რომელსაც მამაკაცები უშვებენ

103
Young Couple Lying In Bed, Having Conflict Problem, Sad Negative Emotions Hispanic Man And Woman Lovers In Bedroom; Shutterstock ID 509605213

აზროვნების შეცვლას სექსუალური ცხოვრების რადიკალურად გაუმჯობესება შეუძლია. სექსოლოგები გამოყოფენ 3 მთავარ შეცდომას, რომელსაც ქალებთან ურთიერთობისას მამაკაცთა უმრავლესობა უშვებს.

შეცდომა 1: სექსი საძინებელში იწყება
მამაკაცს ინტიმური აქტისთვის მომზადება რამდენიმე წამში შეუძლია, ქალის შემთხვევაში კი ეს პროცესი განსხვავებულია.
მნიშვნელოვანია ჩახუტება, კოცნა, მოფერება, დღის განმავლობაში დროის მხიარულად გატარება.
როგორც სექს თერაპევტი იან კერნერი ამბობს: „30-წამიანი ჩახუტება ზრდის ოქსიტოცინის დონეს, ჰორმონს, რომელიც ქალში კავშირის და ნდობის გრძნობას აღძრავს.“

შეცდომა 2: ზუსტად იცი თუ რა სურთ ქალებს
ქალები დღეს ისევე იტყუებიან სიამოვნების შესახებ, როგორც 20 თუ 30 წლის წინ, ამიტომ ზუსტად ვერასდროს გაიგებთ იღებენ თუ არა ისინი თქვენთან ურთიერთობით სიამოვნებას.
სპეციალისტთა რჩევით, უმჯობესია დასვათ ბევრი კითხვა და სწორი მიმართულება ამის დახმარებით შეარჩიოთ.

შეცდომა 3: ზუსტად მიჰყევი ძველ გეგმას
“არ იფიქროთ, რომ თუკი ამან სამჯერ იმუშავა, შემდეგ ჯერზეც იმუშავებს“ – ამბობს სექს-თერაპევტი სარი კუპერი.
ქალის აღელვებას ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, ამიტომ ყველაზე სწორი გზაა ყურადღება მიაქციოთ თქვენს პარტნიორს. როდესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი მეთოდი მუშაობს, აქტიურობა ამ კუთხით განაგრძეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები