LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 რჩევა, რომელიც კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

94
Top view of male and female university students studying

კონცენტრაციის დაკარგვა დღეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ოფისის მუშაკები და სტუდენტები, დიასახლისები თუ მენეჯერები, ყველა იმას წუწუნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა, აზრის მკაფიოდ ფორმულირება, პროექტის დროულად დასრულება არ შეუძლია. რატომ ხდება ეს?

ჩვენ ჰიპერ ინფორმირებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველდღიურად 34 გიგაბაიტ ინფორმაციას ვიღებთ, სიახლეები ყველა მხრიდან გვიტევენ. შედეგად ინფორმაციის პასიური მომხმარებლები ვხდებით და ახალი იდეების მობილიზება გვიჭირს. ერთი დავალებიდან მეორეზე ვხტებით და კონცენტრაციაც გვეკარგება. მცირდება ინტელექტუალური პროდუქტიულობა, ცხოვრების მიმართ ინტერესს ვკარგავთ.

გახადეთ მოსაწყენი სამუშაო საინტერესო
ეს პრინციპი დეილ კარნეგმა ჯერ კიდევ 75 წლის წინ ჩამოაყალიბა, თუმცა აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს. მოწყენილობა – კონცენტრაციის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც შედეგად დაღლილობას და გაღიზიანებას იწვევს. არადა, დადებითი მხარე თითქმის ყველა სამსახურს აქვს.
მაგალითისთვის, ოფისში მომუშავეს შეუძლია, რომ Excel-ის ექსპერტი გახდეს, შექმნეს გასართობი პრეზენტაცია, ივარჯიშოს სწრაფად ბეჭდვაში, შეისწავლოს დოკუმენტების გაფორმების ახალი სტილი და ა.შ.

შედეგით კმაყოფილება
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს გამო ყოველთვის სიამოვნებას იღებს. ხანგრძლივი შრომის შედეგის დანახვა, სამომავლო მოტივაციის გარანტიაა. კონცენტრაციის დაკარგვის შემთხვევაში ასეთი ემოციების მიღება შეუძლებელი იქნება. სოციალური ქსელების თვალიერება ემოციურ გადაწვას იწვევს და დღის ბოლოს თავს ძალიან ცუდად იგრძნობთ.
მოერიდეთ ნაკლებად საჭირო ინფორმაციას და საქმეზე კონცენტრირდით. ამისთვის კი სტიმულად შედეგით კმაყოფილება გაიხადეთ.

გახდი პროფესიონალი
კონცენტრაცია მაშინ მოდის, როცა შენი საქმის ექსპერტი ხარ. თუკი ხარისხიანად მუშაობ, რაღაც ახალს და ღირებულს ქმნი. დეტალურად იცი შენი საქმიანობა – ანუ მომხმარებელს ხარისხიან სერვისს სთავაზობ.
თუკი მუშობის დროს სოც–ქსელებზე ცდები, შენი სერვისი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ვერ გაიზრდები როგორც პროფესიონალი, ვერ გამოიყენებ შენს პოტენციალს და ინტელექტუალურ პროდუქტიულობას.
თუკი საკუთარ თავს დაუწესებ მიზანს – გახდე უკეთესი კონკრეტულ საქმეში, გააკეთო ხარისხიანი საქმე – კონცენტრაციის საკითხი თავისთავად მოგვარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები