LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 პროდუქტი, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

103
4TypesOfFoodsToHelpBoostYourMemory

თუკი მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ეს შესაძლოა ძილის ნაკლებობის, გენეტიკის, ფიზიკური აქტივობის დონის, ცხოვრების წესის და სხვა ბევრი ფაქტორით იყოს განპირობებული. თუმცა, ფაქტია რომ ტვინზე დიდ გავლენას კვება ახდენს.
ზოგიერთი პროდუქტის რაციონში დამატებით მეხსიერების გაუმჯობესებაა შესაძლებელი. სწორი მენიუ სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და გონებას საჭირო ვიტამინებით კვებავს.

ბოსტნეული
ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ბროკოლი, კომბოსტო და მწვანილი მეხსიერების გაუმჯობესებას ნამდვილად უწყობს ხელს.

კენკრა

დაამატეთ რაციონში კენკრა, განსაკუთრებით მუქი სახეობები, ისეთი როგორიცაა – მოცვი, მაყვალი, ალუბალი. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ტვინის გამოკვების საუკეთესო საშუალებაა.

ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3-ისა და ცხიმოვანი მჟავების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მთავარი წყარო კი ზღვის პროდუქტი, წყალმცენარეები, ცხიმიანი თევზია. განსაკუთრებით სასარგებლოა – ორაგული, თინუსი, ქაშაყი.

თხილი

ნიგოზი ნამდვილად მუშაობს. გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტი, კოგნიტიურ ფუნქციებსაც აუმჯობესებს.
რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი გარანტია იმის რომ ეს საკვები ყველა მნიშვნელოვანი დეტალის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში მათი გამოყენება ჯანმრთელობის გარანტიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები