ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად აუცილებელია დაბალანსებული დიეტა.
დაბალანსებული დიეტა შედგება ჯანსაღი ბოსტნეულისა და ხილის ნაზავისაგან, რომლებიც შეიცავენ ბოჭკოებს, სხვადასხვა სახის ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებსაც საოცარი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ხილი სხვადასხვა საკვები ნივთიერებებისსგან შედგება. მისმა მოხმარებამ შეიძლება თავიდან აგაცილებინოთ მრავალი დაავადება, დაგეხმაროთ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში, ბოჭკოების დიდი შემცველობის წყალობით, რომლებიც ხელს უწყობენ წონის კლებას.

გთავაზობთ 4 ხილს, რომლებიც უნდა შეიყვანოთ თქვენს ყოველდღიურ კვებით რაციონში.

1. კენკრა
იქნება ეს მაყვალი, მოცვი, მარწყვი თუ ჟოლო, ყველა სახის კენკრა გაჯერებულია ჯანსაღი საკვები ნივთიერებებით.
გარდა იმისა, რომ კენკრა უზომოდ მდიდარია ბოჭკოთი, არის საკმაოდ დაბალკალორიული და გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით.
მიირთვით ისინი უმი სახით, რათა მაქსიმალურად შეძლოთ მათი მინერალებისა და ვიტამინების მიღება.

2. ვაშლი


ვაშლი არის ერთ-ერთი სუპერხილი, რომელიც შეიძლება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს წონის კლებისთვის.
დიეტური ბოჭკოებით, ფლავონოიდებითა და ბეტა-კაროტინით მდიდარი ვაშლი გეხმარებათ მარტივად დანაყრებაში, რაც ამცირებს ზედმეტი ჭამის მოთხოვნილებას. ხილში არსებული ხსნადი ბოჭკოვანი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან წყლის შეწოვას, რომელიც საბოლოოდ გელის მსგავს ნივთიერებად გარდაიქმნება. ეს კი ხელს უწყობს განავლის შეუფერხებლად გადატანას ნაწლავებში, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება წონის კლებას.

3. საზამთრო
საზამთრო სავსეა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. მასში არსებული წყლის შემცველობა, რომელიც დაახლოებით 94%-ია, შესაძლოა დაგეხმაროთ წონის დაკლებაშიც. საზამთრო უფრო მეტ კალორიას წვავს საჭმლის მონელების დროს, ვიდრე გიმატებთ.

4. ფორთოხალი
ეს დაბალკალორიული ხილი შესანიშნავი არჩევანია თქვენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს ნულოვანი ცხიმის შემცველობა.
ფორთოხლის ბოჭკო ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის რეგულირებას,
აძლიერებს დანაყრების გრძნობას და შესაძლოა ასევე ხელს უწყობდეს ჯანსაღ ძილს.

კატეგორიები: რჩევები რჩევები

მსგავსი თემები