LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

46 წელი ერთად: მერსედესი და გერმანია დაშორდნენ – ფოლკსვაგენმა სამჯერ მეტი შეთავაზა

rue580f23a4ff

საახალწლო ღამის მთავარი განშორება: 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულდა კონტრაქტი “მერსედესსა” და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის. მრავალწლიანი პარტნიორობისას ბუნდესგუნდმა მოიგო 1974, 1990 და 2014 წლების მუნდიალი, სამჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე: 1972, 1980 და 1996. გერმანელი ფეხბურთელები მრავალი წელი ატარებდნენ “მერსედესის” ლოგოს, ავტოკონცერნის გარდა ასეთი უფლება ქონდა მხოლოდ “ადიდასს”. ახლა მის ნაცვლად იქნება “ფოლკსვაგენის” ლოგო.

 

პარტნიორობა დაიწყო ჯერ კიდევ 50-იან წლებში, პირველი კონტრაქტი 70-იანების დასაწყისში გააფორმეს.

არაოფიციალური თანამშრომლობამ სტარტი ჯერ კიდევ 1954 წელს აიღო, ხოლო პირველი კონტრაქტი 1972 წელს გაფორმდა.

1990 წლიდან ავტოკონცერნი გახდა ნაკრების გენერალური სპონსორი და ერთადერთი კომპანია, რომელსაც ნება დართეს ფეხბურთელების სამოსზე ლოგო დაეტანათ (ოღონდ არა სათამაშო მაისურებზე). ზოგჯერ პრესკონფერენციაც პირდაპირ ქარხნის ტერიტორიაზე იმართებოდა.

 

 

1910 წლიდან სამსხივოსანი ვარსკვლავი “მერსედესის” მანქანების რადიატორებს ამშვენებს. ბოლო 46 წელი ის ბუნდესგუნდის ეკიპირებაზეც გამოჩნდა.

 

ავტობუსი, მძღოლი, სარეკლამო კამპანია

კონცერნი გერმანიის ნაკრებს თავაზობდა Travego და Tourismo-ის მარკის ავტობუსებს. გერმანიის საფეხბურთო კავშირის წევრებს რეგულარულად “მერსედესის” მძღოლები ატარებდნენ.

პარტნიორებს რამდენიმე ერთობლივი სარეკლამო კამპანია ქონდათ. ევრო 2008-მდე დაანონსეს “ალპური თავგადასავალი” – გერმანია ტურნირზე ახალთახალი მოდელით Tourismo-თი გაემგზავრა. 2014 წლის მუნდიალამდე ჩაეშვა კამპანია “მზად ვართ როგორც არასდროს”, რომელიც მიეძღვნა ახალი Mercedes C-Class-ის გამოშვებას.

***

 

განშორებასთან დაკავშირებით კონცერნმა გამოუშვა ვიდეო, რომელშიც აჩვენა ერთდ განვლილი გზა. “აქ მთავრდება ჩვენი მოგზაურობა, – ამბობს კადრს მიღმა ხმა, – მკერდზე ოთხი ვარსკვლავი (ოთხი მსოფლიო ჩემპიონობა) და ერთი, რომელიც მუდამ თქვენს გვერდით იყო (მერსედესის ლოგო). 46 წელი. ეს ჩვენთვის პატივი იყო.”

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=ucG3PvDkC-8

 

გერმანიის ნაკრებმა “მერსედესთან” ერთად ბოლო მატჩი ნოემბერში ითამაშა – ერთა ლიგაზე ჰოლანდიასთან (2:2). თამაშის შემდეგ “მერსედესმა” სპეციალური მაისური  All-Star წარადგინა.

 

ახლა სპონსორი “ფოლკსვაგენია”, მან იმიჯი უნდა გამოასწოროს.

“მერსედესის” ნაცვლად ბუნდესგუნდის სპონსორი “ფოლკსვაგენი” გახდა: 5.5-წლიანი კონტრაქტი 1 იანვრიდან მოქმედებს. საფეხბურთო კავშირმა სპონსორი ფულის გამო შეცვალა. Reuters-ის მონაცემებით, “ფოლკსვაგენი” ნაკრებს წლიურად 25-30 მლნ ევროს უხდის (კიდევ 6 მლნ გერმანიის თასის სპონსორობისთვის). ხოლო “მერსედესი” დაახლოებით 8 მილიონს იხდიდა.

გერმანიაში დარწუნებულები არიან, რომ “ფოლკსვაგენმა” ნაკრებს ფული იმიტომ დააყარა, რომ ამან კომპანიის რეპუტაციას უნდა უშველოს, რომელიც “დიზელგეიტის” გამო დაზარალდა. დიზელის სკანდალის გამო კომპანიის აქციები საგრძნობლად გაიაფდა.

 

“ფოლკსვაგენს” უკვე აქვს საფეხბურთო პროექტი – “ვოლფსბურგი”. ვოლფსბურგში მდებარეობს კონცერნის შტაბ-ბინა და ყველაზე დიდი ქარხანა. დაახლოებით 125 ათასიანი მოსახლეობის ქალაქი 1938 წლის 1 ივლისს დაარსდა როგორ ადგილი, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომლებიც “ფოლკსვაგენებს” აწყობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები