LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-11 აპრილი – მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

553
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 აპრილი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – საუკეთესო პერიოდია, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი საქმის ან სამსახურის დასაწყებად, გრანდიოზული გემებისა და იდეების განსახორციელებლად. არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, კონკურენტების დაჯაბნა და სასურველი შედეგის მიღწევა. მთავარია დასძლიოთ სულსწრაფობა და მოუთმენლობა.

კურო – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე პესიმიზმი, შინაგანი ეჭვები და შფოთი შეგიპყრობთ. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, რადგან დაბალი იმუნიტეტი არ მოგცემთ სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ჭორების, ინტრიგების და ფარული მტრების გააქტიურების ალბათობა, მოერიდეთ ზედმეტ კამათს, კონფლიქტებს და დაპირისპირებებს. არ ღირს ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და დაასრულოთ ძველი პროექტები.

ტყუპები – იღბლიანი, ცვლილებებით სავსე კვირაა. შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და უნარების ახლებურად გამოვლენას, არაა გამორიცხული შეხვდეთ ძველ მეგობრებს ან აღადგინოთ ურთიერთობა ძველ სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი პერიოდია საჯარო გამოსვლებისა და გავლენიანი სპონსორების მოსაძიებლად, საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მთავარია, ყურადღება გამოიჩინოთ გარშემომყოფების მიმართ, არ ენდოთ გრანდიოზულ დაპირებებს და მოერიდოთ საეჭვო ავანტიურებში ჩაბმას.

კირჩხიბი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, არაა გამორიცხული გაცივდეთ ან გახდეთ ავად. იძულებული გახდებით ბევრად მეტი იშრომოთ, ვიდრე ჩვეულებრივ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ, მოგიწევთ გადადოთ საკუთარი საქმეები და დაეხმაროთ ახლობლებს მათი პრობლემების მოგვარებაში. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ კონფლიქტებისგან თავის დაღწევას.

ლომი – აქტიური და ჰარმონიული კვირაა. შეძლებთ დიდი ხნის სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სოციალური პოზიციების გაუმჯობესებას და გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვებას. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მოსაწყობად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, არაა გამორიცხული შეიცვალოთ ბინა ან დიდი ხნით გაემგზავროთ საზღვარგარეთ. მთავარია, გამოიჩინოთ მოთმინება და არ სცადოთ მოვლენების ფორსირება.

ქალწული – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, საკუთარი ცხოვრების შეცვლის შანსი მოგეცემათ, მაგრამ ემოციურად არ იქნებით მზად ცვლილებების განსახორციელებლად. გაგიჭირდებათ საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, არაა გამორიცხული გაგიჩნდეთ სერიოზული ფინანსური პრობლემები. ეცადეთ არ გადაიღალოთ, მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რათა ძალა და ენერგია მოიკრიბოთ შემდეგი კვირისთვის.

სასწორი – საკმაოდ საინტერესო კვირაა. შეძლებთ საიმედო პარტნიორების შეძენას, რაც კოლექტიური პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. იგრძნობთ ცვლილებების აუცილებლობას, არ დაიზაროთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და აქტიურად მოქმედება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ახალი იდეების ჩამოყალიბებას და ძველი გეგმების განხორციელებას. მთავარია, გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და სიფრთხილე, არ აჰყვეთ ილუზიებს და არ მოიტყუოთ თავი, რადგან ასე წარმატების ნაცვლად მხოლოდ ზარალს მიიღებთ.

მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე იძულებული გახდებით შეასრულოთ ძველი ვალდებულებები და დაასრულოთ ძველი პროექტები. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ახლობელთა დახმარება, რაც საკუთარ ინტერესებზე გათქმევინებთ უარს. ეცადეთ არ გადაიღალოთ და მეტი დაისვენოთ. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, უმჯობესია მთელი ძალა და ინტელექტი ინდივიდუალურ პროექტებზე მიმართოთ.

მშვილდოსანი – აქტიური მოქმედების კვირაა. შეძლებთ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიებას, ძველი საქმეების დასრულებას და ახალი იდეების რეალიზაციას, რაც წინსვლასა და შემდგომ განვითარებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული ძველი საკითხების გადახედვა და მათი თავიდან გადაწყვეტის სურვილი გაგიჩნდეთ. მთავარია აკონტროლოთ საკუთარი სულსწრაფობა, არ სცადოთ მოვლენების ფორსირება და ყველა საქმე თანმიმდევრულად განახორციელოთ.

თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების მცდელობა, აუცილებლად მარცხით დასრულდება. უმჯობესია ერთი საქმე აირჩიოთ და მასზე მოახდინოთ კონცენტრირება. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული ურთიერთობა გაგიფუჭდეთ ხელმძღვანელებთან ან უფროს თაობის ნათესავებთან.

მერწყული – აქტიური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ საინტერესო შეხვედრების გამართვას და სასარგებლო ნაცნობობის გაბმას, ახალი, საჭირო ინფორმაციის მიღებას და თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას. კარგი პერიოდია ძველი იდეების განსახორციელებლად და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა არაა გამორიცხული  ურთიერთობა გაგიფუჭდეთ ახლობლებთან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა.

თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც შეძლებთ ახალი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მთავარია, ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე და არ სცადოთ ყველა საქმის ერთდროულად შესრულება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

გეომაგნიტური დღეები – 5, 9 და 11 აპრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები