LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ოქროს წესი, რომლის გარეშეც პირად ურთიერთობებში არაფერი გამოგივათ

38
feature-image-hu9fef57d8ffc601a5f9495810babf32df-1131602-1600x1200-fill-q100-box-smart1

როგორ უნდა იპოვოთ შესაფერისი ადამიანი, რომელთანაც დიდ ხანს და ბედნიერად იცხოვრებთ ან როგორ უნდა დაასრულოთ არაჯანსაღი ურთიერთობა დროულად.

1. დაიმახსოვრეთ, რომ განსხვავებულები ერთმანეთს არ იზიდავენ.
ბუნებრივია, თქვენ შეიძლება გქონდეთ განსხვავებული გატაცებები და შეხედულებები, თუმცა მხოლოდ იქამდე სანამ ისინი თქვენი პარტნიორის ცხოვრებისეულ ხედვებს არ ეწინააღმდეგება. გადამწყვეტ თემებს ორივემ ერთნაირად უნდა უყუროთ.

2. დააწესეთ წესები
შეთანხმება – ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის საერთო ენის ჩამოყალიბების მცდელობა, ენის რომელზეც თქვენი წყვილი ისაუბრებს. პარტნიორებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, ერთმანეთის შეხედულება ისეთ საკითხებზე როგორიცაა – მოვალეობები, ფინანსური საკითხი, სექსი, საერთო თუ განცალკევებული დასვენება, ისიც კი თუ ვინ შევა შხაპში პირველი.

3. არ მოითხოვოთ პარტნიორისგან ტელეპათიური უნარები
ბუნებამ ადამიანი სასაუბრო აპარატით დააჯილდოვა, გამოიყენეთ ის დანიშნულების მიხედვით. უთხარით თქვენს პარტნიორს თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, რას ელით მისგან და რომელი ქცევები გაღიზიანებთ. არ დაადანაშაულოთ ადამიანი იმის გამო თუ ვერ ხვდება თქვენს მოლოდინებს ახსნის გარეშე.

4. პრობლემები მესამე პირის გარეშე მოაგვარეთ
არ არის საჭირო რჩევის საკითხავად მეგობრებთან, მშობლებთან გაქცევა ან ანონიმურად ფორუმებზე კითხვების დასმა. თქვენ ყოველთვის უკეთ იცით თუ რა ხდება თქვენს ურთიერთობებში, რამ გამოიწვია კონფლიქტი და როგორ ჯობს მისი მოგვარება.

5. არ შეადაროთ თქვენი ურთიერთობა წიგნისა თუ ფილმის ისტორიას
შეწყვიტეთ სასიყვარულო ისტორიის საყვარელი წიგნიდან, ფილმიდან თუ ზღაპრიდან გამეორება. თქვენ არ ხართ ფიფქია და პრინცი, მისტერ დარსი და ელიზაბეტ ბენეტი. თქვენი ურთიერთობა განსხვავებულად ვითარდება და ეს ნორმალურია.

6. შეამოწმეთ, გახდა თუ არა თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი
თუკი თვენი სასიყვარულო ისტორია მთლიანად სირთულეებისგან, ჩხუბისგან, პრობლემებისგანაა შემდგარი, ბედნიერება კი მხოლოდ მცირე დოზით იგრძნობა – ეს არაჯანსაღი ურთიერთობაა. ადამიანები ემოციურ საქანელას ადვილად ეჩვევიან, როცა გულდაწყვეტა და კმაყოფილება ჩვეულებრივი მოვლენაა.

საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხეთ: თქვენი პარტნიორი ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის თუ პირიქით ყველაფერს ართულებს? ბედნიერი უფრო ხშირად ხართ თუ უბედური?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები