მძლავრმა სედანმა Jaguar XE SV project 8 დუბაის ავტოდრომზე რეკორდი დაამყარა. ავტომობილმა, რომლესაც Jaguar Land Rover-ის ჯგუფის გამოცდილი პილოტი ჰავი ბარიო მართავდა, 5,39 კმ. 2 წუთსა და 18,81 წამში გაიარა.

ოთხკარიანი სპორტქარი 5 ლიტრის მოცულობის „რვიანითაა“ აღჭურვილი და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 100 კმ/სთ-ს ავტომობილი 3,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს Jaguar XE SV Project 8 ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფი სედანიც გახდა. მაშინ მოდელმა მთელი ტრასა 7 წუთსა და 21,23 წამში გაიარა.

 

ტეგები: Jaguar XE SV