LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7–ადგილიანი Hyundai Creta–ს პირველი ოფიციალური ვიდეო (ვიდეო)

38
htyundai2945

Hyundai 7–ადგილიანი კროსოვერის, სახელად Alcazar–ის პრემიერისთვის ემზადება, მოდელი ძირითადად ინდური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და სამხრეთკორეულმა კომპანიამ სიახლის პირველი ოფიციალური თიზერის გავრცელება გადაწყვიტა.

ვიდეო რგოლი ადასტურებს, რომ Alcazar სინამდვილეში Hyundai Creta–ს დაგრძელებული ვერსიაა და ვიზუალის ძირითადი დიზაინი სწორედ მისგან აქვს ნასესხები. თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელიც სიახლეს განსხვავებული ექნება, თიზერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ესაა – რადიატორის ბადე, ფარები და წინა ბამპერი.

Hyundai Alcazar ორ ვერსიაში გამოვა – 6 და 7ადგილიანი. სალონში სავარაუდოდ ვირტუალურ პანელს დააყენებ, იქვე იქნება სენსორული დისპლეი და თანამედროვე მულტიმედია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილი 2 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიან ძრავს მიიღებს და აგრეგატს 152 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. მისი ალტერნატივა იქნება 1,5 ლიტრის „დიზელი“, რომელიც 115 ცხენის ძალას განავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები