LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბუ–დაბიში უცნობი Ferrari გადაიღეს

36
ferrarinews45

საიტზე The Supercar Blog უჩვეულო Ferrari–ს ფოტოგრაფია გამოქვეყნდა. გავრცელებული ჭორებით, კუპეს F125tde ეწოდება და თუ სადაა ის აწყობილი რთული სათქმელია.

წყარო ფიქრობს, რომ კუპე ორიგინალი „ფერარისგან“ ძარით და პანორამული ფანჯრებით განსხვავდება, ანუ ზუსტად ისე გამოიყურება როგორც Koenigsegg. ავტომობილის დიზაინი შესაძლოა Carrozzeria Touring Superleggera–ს ატელიეს დამსახურება იყოს, თუმცა ეს ისევ და ისევ დაუზუსტებელი ინფორმაციაა.

რა არის კაპოტის ქვეშ – უცნობია. ჩვეულებრივი Ferrari F12tdf ატმოსფერული V12 6.3 ძრავითაა აღჭურვილი და 780 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი პირველ „ასეულს“ 2,9 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ–ია.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ასეთი აგრესიული ვიზუალის მქონე F125tde სულ ცოტა უფრო მძლავრი მაინც იქნება და შესაძლოა 830 ცხენის ძალაც კი განავითაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები