არაბული ავიაკომპანია Air Arabia- საქართველოს მიმართულებით ფრენები, შესაძლოა, ეგვიპტიდანაც დაიწყოს. როგორც avianews.ge იუწყება, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრა ავიაკომპანია Air Arabia-ს ეგვიპტის ფილიალის მენეჯერებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ეგვიპტესა და საქართველოს შორის ახალი მიმართულებებით პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს. ის თბილისის მიმართულებით რეისებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ასრულებს.

მსგავსი თემები