1 ივლისიდან ევროპაში შემოვა კანონი, რომელიც ელექტრომობილებს მოძრაობისას ხმების გამოცემას დაავალდებულებს. კანონი მეტი უსაფრთხოებისთვის შეიქმნა და ის განსაკუთრებით ველოსიპედისტებსა და ფეხით მოსიარულეებს სჭირდებათ.

დღესდღეობით 20 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ელ-მობილები თითქმის უხმაუროდ დადიან, რადგან მათ შიდა წვის ძრავი არ გააჩნიათ. ამის გამო ავტომობილის შემჩნევა რთულია და ხშირად სერიოზული ტრავმების მიზეზიც ხდება.

ბრიტანული ასოციაციის Guide Dogs-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილებთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევები 40%-ით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილების მონაწილეობით.

სწორედ ამიტომ, ელექტრომობილებზე დაამონტაჟებენ სპეციალურ სისტემას, რომელიც ფეხით მოსიარულეს გვერდით მოძრავი ავტომობილის შესახებ ამცნობს. რაც შეეხება ხმაურს, ეს აუცილებლად ძრავის ხმის იმიტაცია არ იქნება და ზოგიერთმა მწარმოებელმა „კოსმოსური ხომალდის ბგერები“ შექმნა.

ამასთან, ხმა მოძრაობის სიჩქარესთან ერთად უნდა შეიცვალოს და რაც უფრო მაღალი იქნება სიჩქარე ხმაურიც უფრო უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ადამიანებს სიტუაციის შეფასება გაუადვილდებათ.

მსგავსი თემები