Ferrari-მ ლიმიტირებული მოდელების ახალი ხაზის გამოშვება გასულ წელს დააანონსა. სერიას Icona ეწოდა და მასში პირველი მოდელი სპიდსტერი Ferrari 812 Superfast გახდა. ინსაიდერთა ინფორმაციით, მორიგი ლეგენდა საკულტო F40-ის თანამედროვე ვერსია იქნება.

გავრცელებული ჭორების მიხედვით, ახალი ფერარი ჰიბრიდი იქნება და McLaren Senna-სა და Lamborghini Aventador-ს გაუწევს კონკურენციას. სუპერქარი V8 ძრავს მიიღებს და აგრეგატს 1000 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. 0-დან პირველ „ასეულს“ სპიდსტერი 2,9 წამში განავითარებს, ხოლო 200 კმ-მდე ასაჩქარებლად მას 7,9 წამი დასჭირდება.

Icona F40 კიდევ უფრო ექსტრემალური გამოვა, მისი დიზაინი კი 80-იანი წლების ავტომობილის შთაგონებით შეიქმნება.

 

ტეგები: Ferrari Ferrari F40

მსგავსი თემები