LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Mercedes-Benz S-Class კონკურენტებზე ცოტა უფრო ძვირი ღირს

156
mercedesbenznws

კომპანია Mercedes-Benz–მა გადაწყვიტა რომ S-Class–ის ღირებულება გაემხილა. სიახლე მთავარ კონკურენტებზე ცოტა უფრო ძვირი აღმოჩნდა. გერმანიაში მისი ფასი 94,5 ათასი ევროდან იწყება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფლაგმანი ბაზარზე მხოლოდ ექვს–ცილინდრიან ვარიაციაში გამოვა. სავარაუდოდ, ის 2,9 ლიტრის მოცულობის ტურბოდიზელს მიიღებს და აგრეგატს მინიმუმ 330 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

ავტომობილის ფასი მოდიფიკაციაზე იქნება დამოკიდებული და მინიმუმ 94 ათასი ევროდან დაიწყება. ტოპ–ვერსიის შეძენის მსურველებს მინიმუმ 119,4 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ.

თაობის ცვლილებასთან ერთად Mercedes-Ben S-Class კონკურენტებზე ( Audi A8-სა და BMW 7-Series) ძვირი გახდა და ფასში სხვაობა მინიმუმ 5–6 ათასი ევრო მაინცაა. თუმცა, „მერსედესში“ დარწმუნებულები არიან რომ მაღალი ფასის მიუხედავად სიახლე ბაზარს მაინც დაიპყრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები